Monday, February 9, 2015

შემდეგი „ნისან GT-R“ ისევ წინაძრავიანი იქნება

Next Nissan GT-R to Keep Front-Engined 2+2 Formula; Will go Hybrid and arrive in 2018
9 თებერვალი
„ნისანი“ თავის სუპერ ავტომობილ GT-R-ის ახალ თაობას 2018 წელს გამოუშვებს და უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტომობილიც წინა ძრავიანი, 2+2 სალონით იქნება. მაგრამ შეიცვლება ძალური დანადგარი - შიდაწვის ძრავს ჰიბრიდული სისტემა ჩაანაცვლებს, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით უცნობია.
ეს ინფორმაცია, გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას, მოდელ GT-R-ის „ნათლიმამამ“, კაზუტოში მიზუნომ და „ნისანის“ კრეატივის განყოფილების შეფმა შირო ნაკამურამ დაადასტურეს. ნაკამურას ჰკითხეს, ინტერნეტით გავრცელებული ესკიზებიდან რომელიმე ახლოს მაინც თუ არის მომავალ GT-R-თან, რაზეც მან მიუგო, რომ ასე არ იქნება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ახალი ავტომობილის ზოგიერთი ელემენტი ვირტუალური „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ (ფოტოზე) გაგვახსენებს, რომელიც კომპიუტერულ სიმულატორ „გრან პრი 6-სთვის“ არის შემუშავებული.
სუპერ ავტომობილ „ნისან GT-R-ის“ ახლანდელი ვერსია ჯერაც პოპულარულია და იაპონური კომპანია პერიოდულად მყიდველს მის განსხვავებულ ვერსიებს სთავაზობს, რითაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პარალელურად კი უკვე დაწყებულია ახლის შემუშავებაც.

No comments:

Post a Comment