Monday, February 2, 2015

„ნისან GT-R LM ნისმო“ ლე მანის დასაპყრობად მზადაა

This Is Nissan’s Front-Engined, Front-Wheel Drive 1,250HP GT-R LM Nismo Racer
2 თებერვალი
„ნისანმა“ თავისი უახლესი სარბოლო პროტოტიპის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ავტომობილი, სახელად „GT-R LM ნისმო“, LMP1 კლასში. გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს ავტომობილი თავისი კონკურენტებისგან, უჩვეულო შეთანწყობით გამოირჩევა. კერძოდ, შიდაწვის ძრავი - 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება, წინ არის განლაგებული და წინა ბორბლებს ემსახურება. გარდა ამისა, პროტოტიპი კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაცაა აღჭურვილი, რომლის ელექტრო ძრავიც, უკანა ბორბლებს ატრიალებს.
შიდაწვის ძრავთან 5-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომლის საფეხურებიც პნევმატური სისტემის დახმარებით, საჭის რგოლზე არსებული ბერკეტებით ხდება. წინა წამყვან ბორბლებს შორის მომენტის განაწილებას გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი ემსახურება. ავტომობილი FIA-ს (საერთაშრისო საავტომობილო ფედერაცია) მინიმალური ლიმიტის ზღვარშია, რაც 880 კილოგრამია.ჰიბრიდული სისტემის (შიდაწვის და ელექტრო ძრავების) სარბოლო ვერსიია ჯამური სიმძლავრე კი 1250 ცხენის ძალას აღწევს. ამ მონაცემების მქონე ავტომობილს, დებიუტისთანავე შეუძლია „აუდის“, „პორშეს“ და „ტოიოტას“ ეკიპაჟებთან გამარჯვებისთვის ბრძოლა.
„ეს ავტომობილი მთლიანად არის ინოვაციური და ის აღტაცებას იწვევს. როცა მასზე მუშაობა დავიწყეთ, ჩვენთვის მთავარი, ტექნიკური რეგლამენტის სტაბილურობა იყო და ლე მანმა ჩვენ საკმარისი თავისუფლება მოგვცა იმისა, რომ ახალი იდეები განგვეხორციელებინა. ლე მანზე ჩვენი საუკეთესო შედეგი, აბსოლუტურ კლასიფიკაციაში დაკავებული მესამე ადგილია. ეს კი ნიშნავს, რომ აქ საქმე დასამთავრებელი გვაქვს. ჩვენ გამარჯვება გვსურს და ამისათვის საჭირო ცოდნაც და გამოცდილებაც გვაქვს. აქ ძალიან მკაცრი კონკურენციაა და ჩვენ ეს გამოწვევა კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით აღგვავსებს“, - ამბობს „ნისმოს“ პრეზიდენტი შოიჩი მიიატანი.
„ნისან GT-R LM ნისმოს“ დებიუტი უმაღლეს LMP1 კატეგორიაში, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის სილვერსტოუნის ეტაპზე, 12 აპრილს გაიმართება. პირველი პილოტი, რომელთანაც იაპონურმა კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა, არის ესპანელი მარკ ჟენე.

No comments:

Post a Comment