დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 8, 2015

„ფიესტა“ ისევ ყველაზე გაყიდვადი პატარა ავტომობილია ევროპაში

Ford Fiesta Was 2014's Best-Selling Small Car in Europe for the Third Consecutive Year
8 თებერვალი
უკვე მესამე წელია, ევროპის ბაზარზე, სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, ყველაზე მეტი გაყიდვებით „ფორდის“ პატარა ჰეჩბეკი „ფიესტა“ გამოირჩევა. ამერიკულმა კომპანიამ ეს ავტომობილი ძველ კონტინენტზე შარშანაც ყველაზე მეტი - 308 999 ეგზემპლარი გაჰყიდა.
„ფიესტას“ მყიდველთა უმეტესობა არჩევანს სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღჭურვილ ვერსიას ანიჭებს. სხვათა შორის, ეს ძრავიც ზედიზედ მესამედ აღიარეს მსოფლიოს წლის ავტომობილად. სტანდარტული შესრულებით, მისი სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა, თუმცა არსებობს მისი ვერსია, რომლის სიმძლავრეც 125 ცხენის ძალას აღწევს. გამაში ახლახანს შევიდა ამ ძრავის უახლესი, 140-ცხენისძალიანი ვერსიაც.
„დახვეწილი დიზაინი და მოწინავე ტექნოლოგიები, „ფიესტას“ პოპულარობის მთავარი ინგრედიენტებია. გარდა ამისა, მის პოპულარობას გამორჩეული ვერსიაც განსაზღვრავს, რომელიც ორ ტონში - წითელ და შავ ფერებშია გაწყობილი და 140-ცხენისძალიანი 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით აღიჭურვება. ამ ყველაფრის დახმარებით, „ფიესტა“ ისევ მეტოქეებზე წინაა“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და სერვისს უძღვება.
და როგორც ჩანს, „ფიესტასთვის“ მორიგი წარმატება ზღვარი არაა. უფრო მეტიც, მასზე მოთხოვნა კვლავაც იზრდება, რის გამოც, ცისფერი ოვალი კიოლნის (გერმანია) დღიურ წარმოებას 300 ერთეულით, 1850-მდე ზრდის. ამისათვის კი ქარხნის სამუშაო ცვლების რიცხვი, კვირაში ექვსით გაიზრდება.

No comments:

Post a Comment