Tuesday, February 24, 2015

„ბუგატიმ“ ბოლო „ვეირონი“ გაჰყიდა

Bugatti Sold the Last Veyron, Will Bring it to Geneva
24 თებერვალი
მორჩა! თუ ახალი „ბუგატი ვეირონის“ ყიდვას აპირებდით, ამას ვეღარ შეძლებთ. რადგან ბოლო, 450-ე ეგზემპლარი, „გრანდ სპორტ ვიტესის“ ბაზაზე, შემკვეთის სურვილების გათვალისწინებით დამზადებული ავტომობილი, მეტსახელად “La Finale”, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. თუმცა, სანამ პატრონს ჩააბარებენ, „ბუგატი“ მას ჟენევის მოტორ შოუზე გამოფენს. სხვათა შორის, სტენდზე მის გვერდით, პირველი „ვეირონის“ ხილვაც შესაძლებელი იქნება.
„შემიძლია ვთქვა, რომ „ვეირონის“ სახით, „ბუგატიმ“ საავტომობილო იკონა შექმნა, რომლის დახმარებითაც, მსოფლიოს ყველაზე ექსკლუზიური სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ბრენდად ჩამოყალიბდა. აქამდე ვერცერთმა სხვა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც უმაღლესი კლასის ტექნიკური მახასიათებლებით და იმავდროულად, მდიდრულობით იქნებოდა გამორჩეული და რომელსაც წარმოების მოცულობისა და ფასის იდეალური შეთანწყობა ექნებოდა“, - ამბობს „ბუგატის“ პრეზიდენტი ვოლფგანგ დიურჰაიმერი.
„გრანდ სპორტ ვიტეს ლა ფინალე“ 8.0-ლიტრიანი W16 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ოთხი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1 200 ცხენის ძალას და 1 500 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ მხეცის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ-ზე მეტია.
„ბუგატიმ“ კუპე „ვეირონის“ წარმოება 10 წლის წინათ დაიწყო. მას შემდგ, 300 ცალი კუპე და 150 ცალი კაბრიოლეტი გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კომპანია უკვე მუშაობს ახალ სუპერ ავტომობილზე, რომელსაც სახელოვანი მონაკოელი მრბოლის, ლუი შირონის საპატივცემულოდ, სახელად „შირონი“ უწოდა.

No comments:

Post a Comment