Sunday, February 15, 2015

ოჟიემ შვედეთის რალიზეც გაიმარჯვა

Rallying-Ogier snatches thrilling Rally of Sweden victory
15 თებერვალი
როგორც ჩანს, სებასტიან ოჟიეს და მისი „ფოლკსვაგენის“ დამარცხება ამ სეზონშიც ძნელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონტის მეორე ეტაპის შემდეგ, რომელსაც ამჯერად შვედეთის თოვლიანმა გზებმა უმასპინძლა. ოჟიემ ის მეორედ მოიგო (პირველად 2013 წელს აქვს მოგებული) და 53 ქულამდე გაზარდა თავისი საჩემპიონატო მონაგარი.

ამჯერად ფრანგ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს მედგარი მეტოქეობა შეხვდა ბელგიელი ტიერი ნოივილისა და ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენისგან. უფრო მეტიც, კვირა ოჟიემ მესამე პოზიციიდან დაიწყო, თუმცა შესანიშნავად ჩაატარა სპეცმონაკვეთები და საბოლოოდ, ნოივილს ექვსი წამით აჯობა.
ნოივილს კვირის პირველივე სპეცზე რადიოკავშირში პრობლემები შეექმნა, შემდეგ კი თოვლის გროვას დაეჯახა და ამაზე დრო დაკარგა. ლიდერობა მიკელსენის ხელში გადავიდა, რომელმაც შეცდმის გამო, ეს მონკვეთი მეორეზე დაასრულა, უსწრაფესი კი ოჟიე გახდა, რომელმაც საერთო ჯამში, მეორეზე გადაინაცვლა. ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, მიკელსენი ისევ ლიდერი იყო, მაგრამ შეცდომა დაუშვა, რაზეც 43 წამი დაკარგა და საბოლოოდ, რბოლა მესამეზე დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო, მესამე ეტაპს მექსიკა 5-8 მარტს უმასპინძლებს.

შვედეთის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           2:55:30.500
2. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          +00:06.400
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       00:39.800
4. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                                02:26.000
5. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)                03:31.500
6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          03:53.000
7. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                            04:05.800
8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            04:26.000
9. იური პროტასოვი (უკრაინა, სიტროენი)                    05:32.200
10. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                   06:50.900

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ოჟიე - 53 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი - 30; 3. ტიერი ნოივილი - 30; 4. იარი-მტი ლატვალა (ფინთი, ფოლკსვაგენი) - 19; 5. მადს ოსტბერგი - 14; 6. ელფინ ევანსი - 14; 7. ოტ ტაენაკი - 12; 8. ჰეიდენ პადონი - 10; 9. კრის მიკი - 10; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) - 8...

No comments:

Post a Comment