Monday, February 9, 2015

მარკო: ფეტელს აზარტი დაუბრუნდა

Vettel back to 'naughty' old self – Marko
9 თებერვალი
„რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ მარკომ ხერესის ტესტების შემდეგ განაცხადა, რომ „ფერარიში“ გადასული სებასტიან ფეტელი ისევ ძველ ფეტელს აგონებს, რომელმაც მის გუნდთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული მოიპოვა. არადა, ის ამბობს, რომ გასულ სეზონში გერმანელი მრბოლი სპორტიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა.
27 წლის ფეტელმა ზამთრის არდადეგების დროს იტალიურის სწავლა დაიწყო. ხერესში კი ყველგან თავისი შავი ნოუთბუკით დადიოდა და თავის ახალ სამუშაოსთან დაკავშირებით, შენიშვნებს იწერდა. „ის კარგ განწყობაზეა და კვლავაც სასაცილო ტექსტურ შეტყობინებებს მწერს. ის ისევ ძველი სებასტიანია“, - გერმანულ გამოცემა „ბილდ ამ ზონტაგთან“ საუბრისას ამბობს მარკო.
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, გერმანელი ქრისტიან დანერი ამბობს, რომ გუნდის შეცვლა ფეტელისთვის სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით კი ყველა გუნდს შორის ისეთ ემოციურ ადგილზე, როგორიცაა „ფერარი“.
უფრო მეტიც, ფ1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტი, ბრიტანელი დევიდ კულტჰარდი ამბობს, ფეტელის „ფერარიში“ გადასვლა, თავისი ძველი მეტოქის, მიხაელ შუმახერის ანალოგიურ გადასვლას აგონებს. „არ ვიცი, რატომ ვერ უნდა მიაღწიოს სებასტიანმა იგივეს, რასაც მიხაელმა. ჩემი აზრით, გაცილებით ძნელი იყო ამის „რედ ბულში“ გაკეთება, რომელსაც წარსული არ ჰქონდა და ტოპ გუნდად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. და რაც მთავარია, ამ გუნდთან ერთად, ოთხი ტიტული მოიგო“.

No comments:

Post a Comment