Tuesday, February 24, 2015

ჰორნერი: „რენოს“ ძრავს ელექტრო ენერგიის განაწილების პრობლემა აქვს

Horner says Renault engine has power distribution issue
24 თებერვალი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი და კონსულტანტი ჰელმუტ მარკო დარწმუნებულები არიან, რომ „რენოს“ ძრავი გაუმჯობესებულია, თუმცა არა იმდენად, რომ დომინანტ „მერსედესს“ მეტნაკლები კონკურენცია გაუწიოს. და მაინც, ისინი ამბობენ, რომ ახალ სეზონში მათი გუნდის განკარგულებაში გაცილებით უკეთესი აგარეგატი იქნება.
ხერესის და ბარსელონას ტესტების შემდეგ, დანიელ რიკარდომ აღიარა, რომ განახლებულ აგრეგატს მეტი ცხენის ძალები აქვს. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას, ჰორნერიც ამას ადასტურებს, მაგრამ მისი თქმით, სიმძლავრის სრულფასოვანი ათვისება ვერ ხერხდება და პრობლემა სწორედ ესაა. ამასთამ, ის დასძენს, რომ ავტომობილს მართვის პრობლემაც აქვს.
მარკო ამბობს, რომ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება, მართვის ელექტრონიკის პროგრამის მოდიფიცირებით შეიძლება გადაწყდეს. და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება „მერსედესთან“ ჩამორჩენის შემცირება. ოღონდ, მას არ დაუკონკრეტებია, ეს სეზონის დაწყებამდე იქნება შესაძლებელი, თუ სეზონის მსვლელობისას.

No comments:

Post a Comment