დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 9, 2015

„ჰამერი“ შეიძლება დაბრუნდეს

GMC May Get An SUV That Looks Like A Hummer To Rival Jeep Wrangler
9 თებერვალი
იმ ბრენდებს შორის, რომლებიც „ჯენერალ მოტორსმა“ რესტრუქტურიზაციის შემდეგ შეინარჩუნა, ერთ-ერთი GMC-ის, რომელიც ძირითადად ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მუშაობს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მალე ის გლობალურ ბაზარზეც გავიდეს. და პირველი ავტომობილი, რომელსაც მყიდველს მსოფლიო მასშტაბით შესთავაზებს, „ჯიპ ვრანგლერის“ კონკურენტი იქნება.
გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნელის“ ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ GMC-ს დილერებს კითხვა დაუგზავნა, რომლითაც ინტერესდება, რამდენად გამართლებული იქნება ისეთი ავტომობილის გამოშვება, რომელიც „ვრანგლერს“ გაუწევს კონკურენციას და გარეგნულად „ჰამერის“ ავტომობილებს დაემსგავსება.
არაა გამორიცხული, რომ გენერლებმა თაროდან ჩამოიღონ კონცეპტუალური პროექტი „ჰამერ Hx“ (ფოტოზე), რომელიც დეტროიტის 2008 წლის მოტორ შოუზე წარმოგვიდგინეს. ეს კონცეპტი 3.6-ლიტრიანი V6 ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა თუ მსგავსი ავტომობილის წარმოება გადაწყდა, დიდი ალბათობით, ის ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება.
საინტერესოა, რომ „ვრანგლერის“ პოტენციური კონკურენტის წარმოების შესაძლებლობას, „ჯენერალ მოტორსში“ პერიოდულად განიხილავენ. მაგრამ აქამდე ამაზე წინ არ წასულან. არადა, „ჯიპის“ ლეგენდარული მოდელის გაყიდვები მუდმივად იზრდება. ადრე მასთან საკონკურენციოდ გენერლებს ბრენდი „ჰამერი“ ეგულებოდათ, მაგრამ ის 2009 წელს გაუქმდა, როცა კომპანიას გაკოტრების რეჟიმში მუშაობამ მოუწია.

No comments:

Post a Comment