Monday, February 16, 2015

„რეინჯ როვერ ევოუკი“ შუქდიოდური ფარებით და ახალი ძრავებით

2016 Range Rover Evoque Coming with Full LED Adaptive Headlights and New Engines
16 თებერვალი
ამ ეფექტური ფოტო ტიზერით, „ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ უგზოობის კომპაქტურ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ განახლებული ვერსიის მოახლოებული პრემიერის შესახებ გვამცნო. პრემიერა კი მალე, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ტიზერზე ავტომობილის წინა ფარებია ხაზგასმული და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ავტომობილის მთავარი სიახლე სწორედ ფარებია.
სხვათა შორის, „ლენდ როვერის“ ყველაზე გაყიდვად ავტომობილს განახლება ახლახანს ჩაუტარდა. მაშინ ის ZF-ის 9-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით აღიჭურვა და სხვა სიახლეებიც მიიღო. ამჯერად კი სხვა სიახლეების ჯერიც დადგა. „ევოუკი“ გახდება ბრიტანული მარკის პირველი ავტომობილი, რომელიც მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შუქდიოდური ელემენტებისგან შემდგარი ადაპტირებადი ფარებით აღიჭურვება.
ახალი ფარების ძირითადი ღირსება ისაა, რომ ისინი უფრო ეფექტურად ანათებს, ვიდრე ჩვეულებრივი ფარები. გარდა ამისა, ადაპტირებადი სისტემის დახმარებით, ახალ შუქდიოდურ ფარებს იმ მოსახვევის განათებაც შეუძლია, რომლის მიმართულებითაც ავტომობილი მოძრაობს. „ლენდ როვერი“ მათ შესახებ მათ უფრო დაწვრილებით ჟენევის მოტორ შოუზე მოგვიყვება.
ბრიტანული კომპანია ასევე მიგვანიშნებს, რომ მალე „ევოუკის“ ძრავების გამაც შეივსება, სალონი კი უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდება, რასაც სხვადასხვა ახალი სისტემები უზრუნველყოფს. სიახლეებს გვპირდებიან ექსტერიერშიც. რაც შეეხება ძრავებს, ამ შემთხვევაში კომპანია სრულ დუმილს ამჯობინებს, თუმცა ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, გამა სერია ინჯენიუმის აგრეგატებით შეივსება.
„ლენდ როვერი“ გვპირდება, რომ განახლებული „ევოუკის“ შესახებ ახალ ინფორმაციას 23 თებერვალს გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment