Motor racing-Toro Rosso aim for high five with
new car
1 თებერვალი
იმ დროს, როცა ამ გუნდს „მინარდი“ ერქვა, ხუთეულზე
ოცნებაც კი ზედმეტი იყო - იტალიური საჯინიბო ცის ქვეშ ადგილისთვის იბრძოდა და
ყოველთვის აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა. მაგრამ დრო შეიცვალა, გუნდი „რედ ბულმა“
გამოისყიდა და მას სახელიც შეუცვალა. მერე იყო სებასტიან ფეტელის მოულოდნელი
გამარჯვება მონცაზე (2008 წელს) და სტაბილური პროგრესი.
როცა კონსტრუქტორთა პირველობა მე-6 ადგილზე
დაასრულა. გასულ სეზონში იტალიურმა ხარებმა მე-7 ადგილი დაიკავეს. ასეთი მაღალი მიზნის
მიღწევის იმედს, გუნდის შეფ ფრანც ტოსტს, მისივე სიტყვებით, „ყველა დროის
საუკეთესო მანქანა“ აძლევს.
ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კეი ამბობს, რომ გუნდს STR10-ის
განვითარების და სრულყოფის აგრესიული გეგმა აქვს. და ამ გეგმის შესრულება,
ტესტებიდანვე დაიწყება. კეი ამბობს, რომ ის მანქანა, რომელსაც ტესტების დროს
ვხედავთ, პირველი რბოლისთვის სრულიად შეიცვლება. კეის „რენოს“ ძრავის იმედიც აქვს.
უფრო სწორედ, იმის იმედი, რომ ფრანგული კომპანიის ძრავი, სამქიმიანებთან ჩამორჩენას
შეამცირებს...
No comments:
Post a Comment