Thursday, February 12, 2015

„მერსედეს-AMG GT3“ - ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერი

Mercedes-AMG GT3 Teased Ahead of Geneva
12 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „მერსედესის“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ახალი სარბოლო ავტომობილი AMG GT3 იქნება, რომელიც სარბოლო ტრასებზე, უკვე მოძველებულ, თუმცა ჯერაც კონკურენტუნარიან SLS AMG GT3-ს შეცვლის. გერმანულმა კომპანიამ პრემიერამდ სამიოდ კვირით ადრე, ახალი სარბოლო ავტომობილის ორი ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომლებზეც AMG GT3-ს ესკიზებია გამოსახული.
ფოტოებზე ჩანს, რომ სარბოლო ავტომობილს ტანზე არაერთი ჰაერის ამღები და გამომშვები ჭრილი აქვს. გარდა ამისა, ის აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვა და ამ ყველაფერმა ერთობლიობაში, საკმაოდ აგრესიული გარეგნობა მიანიჭა. რაც მთავარია, გაიზარდა ჩაჭიდების ძალა. სამქიმიანები AMG GT3-ზე ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ ავრცელებენ.
ცნობისათვის, SLS AMG GT3 რბოლებში 2010 წლიდან მონაწილეობს და ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა სერიის რბოლებში 182 გამარჯვება აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, 98 რბოლა პოულიდან დაიწყო. მისი შემცვლელის სარბოლო დებიუტი მომავალ წელსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე კი AMG GT3-ს ტესტირება ახალი დაწყებული აქვს.

No comments:

Post a Comment