Saturday, February 28, 2015

„ესკორტმა“ ჩინეთში „ფორდის“ გაყიდვები 20%-ით გაზარდა

2015 Ford Escort Boosts China Sales Almost 20% in January
28 თებერვალი
მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანიების უმეტესობისთვის, ჩინური ბაზარი უზარმაზარი მოგების მიღების საშუალებაა, ბევრისთვის კი უბრალოდ, გადარჩენის იმედი, რადგან იქ შეიძება იმაზე მეტი ავტომობილი გაჰყიდოს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში ჰყიდის. „ფორდი“ პირველთა რიცხვშია და ცისქვეშეთში სულ უფრო მეტად აქტიურობს. და როგორც გაირკვა, შარშან იქ გადადგმული ერთი, თითქოს რიგითი ნაბიჯი, ძალიან წარმატებული გამოდგა.

„ლექსუს“, გამოუშვი ეს ავტომობილი

This Is Lexus' New LF-SA Subcompact Concept
28 თებერვალი
„ლექსუსმა“ იმ კონცეპტუალური სუბკომპაქტური საქალაქო ჰეჩბეკის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს. ამ სამკარიანი ავტომობილის სახელია LF-SA და როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის საკმაოდ აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა.

Friday, February 27, 2015

FIA-მ „მენორს“ ფორმულა ერთში დაბრუნების უფლება მისცა

FIA approves Manor's Formula 1 return on new 2015 entry list
27 თებერვალი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატს მე-11 გუნდი დაემატა. უფრო სწორედ, დაუბრუნდა - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ბრიტანულ „მენორს“, რომელიც გასულ სეზონებში „მარუსიას“ სახელით გამოდიოდა, ახალ სეზონში ასპარეზობის უფლება მისცა. ამგვარად, დიდი შანსია იმისა, რომ მელბურნში, პირველი ეტაპის სტარტზე, 20 მანქანა დადგება.

„სმარტის“ კონკურენტი „იამაჰასგან“

Yamaha Will Build Gordon Murray’s Motiv City Car, Will Launch By 2019
27 თებერვალი



უგზოობის „როლსი“ უდიდესი ბრილიანტის სახელით

Rolls-Royce 4x4 codenamed Cullinan
27 თებერვალი
„როლს-როისმა“ ახლახანს მიიღო უგზოობის მოდელის წარმოების გადაწყვეტილება. და ახალ პროექტს კოდურ სახელად „ქალინენი“ უწოდა. ამ სახელით, კაცობრიობის ისტორიაში აღმოჩენილი უდიდესი ალმასია ცნობილი. თუმცა სავარაუდოდ, ავტომობილი ამ სახელით არ გამოვა. ალმასი კი სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს აღმოაჩინეს და ის ინგლისის დედოფლის სკიპტრაზეა გამოყენებული.

Thursday, February 26, 2015

„გლიკენჰაუსი“ სარბოლო SCG 003-ს ჟენევაში წარადგენს

Glickenhaus SCG 003 racer set for Geneva debut
26 თებერვალი
„სკუდერია კამერონ გლიკენჰაუსი“, ამერიკელ მაგნატ ჯეიმს გლიკენჰაუსის კომპანია, ჟენვის მოტორ შოუზე თავის ახალ სუპერ ავტომობილს, SCG 003-ს წარადგენს. ეს გლიკენჰაუსის მესამე, ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომლის სარბოლო ვერსიითაც, ის მონაწილეობას ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მიიღებს.

„ფორდის“ ვარსკვლავები ჟენევაში

Ford To Host Global Debut Of Focus RS, Euro Premier Of GT In Geneva
26 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ფორდის“ პავილიონში მთავარი პერსონაჟი ახალი „ფოკუს RS“ (ფოტოზე) იქნება. რა თქმა უნდა, ცისფერი ოვალის მთავარი ვარსკვლავის პატივი (გასაგები მიზეზების გამო) ისევ სუპერ ავტომობილ GT-ს ერგება, მაგრამ „ფოკუს RS-ს“ მსოფლიო პრემიერა აქვს და ამიტომ, მედიის ყურადღებასაც მეტად მიიქცევს.

ფ1-ში მონცას მომავალი გაურკვეველია

'No room for mistakes' to save Italian Grand Prix
26 თებერვალი
არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში მონცას რბოლა აღარ შეიტანონ. მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის ავტოდრომს, ფ1-თან კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება და შესაძლებელია, ის აღარც გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას არ გამორიცხავს ბერნი ეკლსტოუნი, ვინც ახლანდელი კონტრაქტის პირობებით ძალიან უკმაყოფილოა.

Wednesday, February 25, 2015

ალონსო ბარსელონას ბოლო ტესტებს გამოტოვებს

Alonso to miss final test after leaving hospital
25 თებერვალი
ფერნანდო ალონსო ბარსელონაში წინასასეზონო ბოლო ტესტებს გამოტოვებს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „მაკლარენის“ ხელმძღვანელობამ. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ნაცვლად, ახალი ავტომობილის ტესტირებაში მონაწილეობას სარეზერვო პილოტი, დანიელი კევინ მაგნუსენი მიიღებს.

ბრიტანული „ვულკანი“

Aston Martin's New Vulcan Is Britain's 2nd Answer To LaFerrari FXX K
25 თებერვალი
სატრეკო ექსტრემალური სუპერ ავტომობილების კოჰორტას მალე კიდევ ერთი მონსტრი შეემატება - „ვულკანი“, ასე ჰქვია „ასტონ მარტინის“ სრულიად ახალ ავტომობილს, რომელმაც თავისი შესაძლებლობებით კონკურენცია თვით „მაკლარენის“ სატრეკო P1 GTR-ს და „ფერარის“ ასევე სატრეკო „ლაფერარი FXX K-ს“ უნდა გაუწიოს. ბრიტანული კომპანია მხოლოდ 24 ცალ „ვულკანს“ დაამზადებს, ოღონდ მის ფასზე ჯერ არაფერს ამბობს.

Tuesday, February 24, 2015

„ბუგატიმ“ ბოლო „ვეირონი“ გაჰყიდა

Bugatti Sold the Last Veyron, Will Bring it to Geneva
24 თებერვალი
მორჩა! თუ ახალი „ბუგატი ვეირონის“ ყიდვას აპირებდით, ამას ვეღარ შეძლებთ. რადგან ბოლო, 450-ე ეგზემპლარი, „გრანდ სპორტ ვიტესის“ ბაზაზე, შემკვეთის სურვილების გათვალისწინებით დამზადებული ავტომობილი, მეტსახელად “La Finale”, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. თუმცა, სანამ პატრონს ჩააბარებენ, „ბუგატი“ მას ჟენევის მოტორ შოუზე გამოფენს. სხვათა შორის, სტენდზე მის გვერდით, პირველი „ვეირონის“ ხილვაც შესაძლებელი იქნება.

განახლებული „რეინჯ როვერ ევოუკი“

Land Rover Refines Look Of 2016 Range Rover Evoque, Adds New Ingenium Diesel
24 თებერვალი
ჟენევაში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, „ლენდ როვერმა“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ განახლებული ვერსიის ფოტოები გაავრცელა და მისი მახასიათებლებიც გაგვაცნო. სიახლეებია როგორც ექსტერიერსა და ინტერიერში, ასევე ეკიპირებაშიც.

რორი ბერნი „ფერარის“ ბანაკს დაუბრუნდა

Star engineer Rory Byrne is helping Ferrari's revolution
24 თებერვალი
ფორმულა ერთის ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი ინჟინერი რორი ბერნი „ფერარის“ დაუბრუნდა. ოღონდ არა როგორც ტექნიკური გუნდის სრულფასოვანი წევრი, არამედ როგორც ტექნიკურ დირექტორ სიმონე რესტას მრჩეველი. ბერნი 2000-იანი წლების დასაწყისში, „ფერარის“ ოცნების გუნდის წევრი იყო. მასთან ერთად, მარანელოელთა გამარჯვებებში ჟან ტოდტი, როს ბრაუნი და რა თქმა უნდა, მიხაელ შუმახერი მონაწილეობდნენ.

ახალ „ფორდ GT-ს“ კანადაში გამოუშვებენ

All-new Ford GT production confirmed
24 თებერვალი
ახალ სუპერქარ GT-ს, რომელიც „ფორდმა“ დეტროიტის მოტორ შოუზე გაგვაცნო, ცისფერი ოვალის ძველი პარტნიორი, კანადური „მულტიმატიკ მოტორსპორტსი“ გამოუშვებს. ეს კომპანია „ფორდთან“ მოტორსპორტულ არენაზე უკვე 30 წელია, თანამშრომლობს. GT-ს წარმოება მომავალ წელს დაიწყება. ავტომობილი გლობალური მასშტაბით, მათ შორის, ევროპაშიც გაიყიდება.

ჰორნერი: „რენოს“ ძრავს ელექტრო ენერგიის განაწილების პრობლემა აქვს

Horner says Renault engine has power distribution issue
24 თებერვალი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი და კონსულტანტი ჰელმუტ მარკო დარწმუნებულები არიან, რომ „რენოს“ ძრავი გაუმჯობესებულია, თუმცა არა იმდენად, რომ დომინანტ „მერსედესს“ მეტნაკლები კონკურენცია გაუწიოს. და მაინც, ისინი ამბობენ, რომ ახალ სეზონში მათი გუნდის განკარგულებაში გაცილებით უკეთესი აგარეგატი იქნება.

Sunday, February 22, 2015

„შევროლემ“ ინდიქარის ბოლიდებისთვის აეროპაკეტი შეიმუშავა

Chevrolet Presents All-New 2015 IndyCar Aero Package
22 თებერვალი
ინდიქარის სერიის ის გუნდბი, რომლებიც „შევროლეს“ ძრავებით ასპარეზობენ, ავტოკომპანიისგან დამატებით აეროდინამიკურ პაკეტსაც მიიღებენ. ეს პაკეტები მოკლე ოვალების, საქალაქო ტრასებისა და კლასიკური ავტოდრომებისთვისაა. პაკეტში შევიდა წინა ფრთის ახალი ელემენტები, შეცვლილი ფორმის გვერდითა ჰაერის ამღებები და ახალი უკანა ანტი ფრთა.

ბატონი: „მაკლარენ-ჰონდა“ პირველ რბოლას ვერ მოიგებს

 Button admits McLaren-Honda 'won't win first race'
22 თებერვალი
ხერესისა და ბარსელონას ტესტებმა, „მაკლარენ-ჰონდას“ პრობლემები გამოავლინა, რომელთა გამოც, გუნდი სატესტო პროგრამის სრულფასოვნად გავლას ვერ ახერხებს. გუნდის შეფ ერიკ ბუიეს თქმით, სატესტო პროგრამის დაახლოებით 50 პროცენტი არის შესრულებული. მაგრამ ჯენსონ ბატონი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამბობს, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება.

ალონსო ჰოსპიტალში

Alonso taken to hospital after test crash
22 თებერვალი
ბარსელონას ტესტების მეოთხე დღეს, ფერნანდო ალონსოს ავარია მოუვიდა, რის შემდგაც, ის ვერტმფრენით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთ დღეს გაატარებს. ავარია ტრეკის მესამე, სწრაფ მოსახვევში მოხდა, სადაც მანქანა ბალახებში გადავიდა და კედელს მარჯვენა მხრით დაეჯახა. ავარია არ იყო ძიერი, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მაინც ადგილობრივ მედცენტრში გადაყვანა დასჭირდა.

Saturday, February 21, 2015

უნგრული „სუზუკი SX4 S-ქროსი“ იაპონიაშიც გაიყიდება

Hungarian-Built Suzuki SX4 S-Cross Arrives 2 Years Late in Japan
21 თებერვალი
„სუზუკიმ“ გამოაცხადა, რომ იაპონიის ბაზარზე, უნგრული წარმოების ქროსოვერ „SX4 S-ქროსზე“ წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს. პატარა ქროსოვერის წარმოება ორი წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, ამომავალი მზის ქვეყანაში ჯერ არ გაყიდულა. ამის მთავარი მიზეზი კი ლოჯისტიკის სიძვირეა. თუმცა, ამის მიუხედავად, იაპონიაში მისი შეტანა მაინც გადაწყდა.

„მერსედესმა“ G63 AMG 6x6-ის წარმოება შეწყვიტა

Mercedes G63 AMG 6x6 is sold out
21 თებერვალი
„მერსედეს-ბენცმა“ გამოაცხადა, რომ აღარ გამოუშვებს უგზოობის ექვსბორბლიან მონსტრ G63 AMG 6X6-ს. მიზეზი მარტივია - ის იმაზე მეტი, 100 ცალი უკვე დამზადდა, ვიდრე 2013 წელს იგეგმებოდა, როცა ეს ავტომობილი ბაზარზე გამოიტანა. შტუტგარტელებს სურთ, რომ მათმა ქმნილებამ, რომელიც აპოკალიფსის შემდგომი პერიოდისთვის ნამდვილი მისწრება შეიძლება იყოს, ექსკლუზიურობა შეინარჩუნოს.

მასა ამბობს, რომ FW37 წინამორბედზე უკეთესია

Massa says new Williams stronger than FW36
21 თებერვალი
ფელიპე მასა დარწმუნებულია, რომ „უილიამსის“ ახალი ბოლიდი FW37 უკეთესი მანქანა, ვიდრე გასული სეზონისა, რომლითაც ბრიტანული ტიტულოვანი გუნდი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდა. თუმცა ამის მიუხედავად, ის მაინც პროგნოზისგან თავს იკავებს, რადგან არ იცის, რამდენად წინ წაიწიეს კონკურენტებმა.

Friday, February 20, 2015

„მერსედეს AMG GT“ სარბოლო ფორმაში

Mercedes-AMG GT3 racer previews new road car - latest image
20 თებერვალი
ესკიზური ტიზერების ჩვენების შემდეგ, „მერსედეს-ბენცმა“ თავის უახლეს სუპერ ავტომობილ AMG GT-ს სარბოლო ვერსიია, AMG GT3-ის პირველი ფოტო ტიზერიც გამოაქვეყნა, რომელზეც ის წინიდან ჩანს და ძალიან ჰგავს ლეგენდარულ „გალვინგს“ (თოლიას ფრთას“, რომლის შორეული შთამომავალიცაა AMG GT. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.

Thursday, February 19, 2015

საპოლიციო გზაგადამჭრელი „ფორდ ექსპლორერის“ ბაზაზე

Ford Unveils Explorer-Based 2016 Police Interceptor Utility
19 თებერვალი
მოდელ „ექსპლორერის“ განახლების შემდეგ, „ფორდმა“ მის ბაზაზე დამზადებული უგზოობის საპოლიციო მოდელი „პოლის ინტერსეპტორიც“ გადაახალისა. ავტომობილს, რომლის პრემიერაც ჩიკაგოს ავტო შოუზე გაიმართა, განახლებული დიზაინი და მაჩვენებლების დაფა აქვს. გაუმჯობესდა ელექტრონული სისტემა, მუხრუჭები. საკიდარი მძიმე დატვირთვებზეა გათვლილი. რაც მთავარია, ავტომობილის ძირითადი ცვლილებები პოლიციისთვის საჭირო სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.

„მაკლარენ P1 GTR“ საბრძოლო ფორმაში და 1000 ცხენის ძალით

McLaren Unveils New 1000PS P1 GT-R in its Final Form
19 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „მაკლარენი“ თავის სუპერ ავტომობილ P1 GTR-ის საბოლოო ვერსიას გვიჩვენებს. მანამდე კი მისი ფოტოები და მონაცემები გამოაქვეყნა. უოკინგელები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სატრეკო „სათამაშოა“, რაც კი ოდესმე შექმნილა.

„რედ ბული“ ფორმულა ერთს დაეპატრონება?

19 თებერვალი
ასეთ სენსაციურ ვარაუდს აქვეყნებს გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ პოპულარული რეპორტიორი მიხაელ შმიდტი, რომელიც წერს, რომ შესაძლოა, „რედ ბულმა“ საკუთარი ფ1-ის გუნდი „აუდის“ მიჰყიდოს და თავად ბერნი ეკლსტოუნისგან ფ1-ის სერია შეიძინოს. ამასთან, შმიდტი თავადვე აღიარებს, რომ ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომელსაც კულუარებში მაინც ინტენსიურად განიხილავენ.

„ფორდი“ კარბონის ბოჭკოს კომპოზიტებს მასობრივად გამოუშვებს

Ford To Develop Affordable, High-Volume Carbon Fiber Production
19 თებერვალი
ას წელზე მეტი ხნის წინათ, „ფორდმა“ საავტომობილო სამყარო, „მოდელ T-ს“ დახმარებით გარდაქმნა. ახლა კი დგება დრო, როცა დირბორნელები ავტო ინდუსტრიას კიდევ ერთ რევოლუციას უმზადებენ და მას კარბონის კომპოზიტის ფერი ექნება. ცისფერ ოვალს სწორედ ამ მასალის მასობრივად წარმოება და ავტომობილებში დანერგვა სურს.

„სუზუკი ვიტარა“ ევროპას უბრუნდება

New Suzuki Vitara Priced from £13,999 in the UK, Goes on Sale in April
19 თებერვალი
„სუზუკის“ სრულიად ახალი უგზოობის ავტომობილი „ვიტარა“, რომელიც ბაზარს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ევროპის ბაზარს აპრილში, ბრიტანეთიდან დაუბრუნდება. ალბიონზე ავტომობილის საბაზო ფასი 13 999 გირგვანქა სტერლინგი იქნება. ამ ფასად, მყიდველს მოდიფიკაცია SZ4-ს შესთავაზებენ, რომელიც ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავითა და წინა ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი.

Wednesday, February 18, 2015

„ლოტუს ევორა 400“ - სახეშეცვლილი, მძლავრი და მსუბუქი

New Lotus Evora 400 Has Fresh Looks, More Power and Less Weight
18 თებერვალი
„ლოტუსმა“ მოდელი „ევორა“ განაახლა და მას პირველად ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. განხლებული ავტომობილის სრული სახელია „ევორა 400“ და როგორც ბრიტანული კომპანია ამბობს, ეს მის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილია. სახელში რიცხვი, ძრავის ცხენის ძალებს აღნიშნავს.

„კვანტ F“ - კვანტური ქიმია და ავტომობილი

Quant F all-electric concept set for Geneva motor show
18 თებერვალი
ეს ლიხტენშტაინურ კომპანია „ნანოფლოუსელის“ პირველი „კვანტური“ ელექტრომობილი არაა. უფრო სწორედ პირველის, კონცეპტუალური „კვანტ e-სპორტლიმუზინის“ (რომელიც ასევე ჟენევაში, ოღონდ შარშან გვიჩვენეს) მოდერნიზებული ვარიანტია. ოთხადგილიანი „კვანტ F-ის“ პირველი ჩვენება ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. მისი მთავარი თვისება ისაა, რომ ერთი სრული გაწყობით/დამუხტვით, 800 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კონცეპტი „ბუდიი“ – „რინსპიდის“ ახლო მომავლის ავტომობილი

Budii Concept is Rinspeed's Redesigned BMW i3
18 თებერვალი
„რინსპიდი“ ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვეიცარიული დიზაინ და საინჟინრო ატელიე, თანამედროვე ტენდენციებზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის ხოლმე. რა თქმა უნდა, მისი ქმნილებების უმეტესობა კონვეიერს ვერ აღწევს, მაგრამ ბევრ კომპანიას და ინჟინერს შთაგონების წყაროს აძლევს იმისათვის, რომ მათ მომხმარებლებს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭონ და კომფორტი შეუქმნან.

Tuesday, February 17, 2015

„ფერარის“ ხედვა ფ1-ის მომავლის ბოლიდზე

Ferrari reveals its concept for the future of Formula 1 cars
17 თებერვალი
„ფერარიმ“ ფორმულა ერთის უჩვეულო ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც იმ ხედვას ასახავს, თუ როგორი იქნებოდა ფ1-ის ავტომობილები, ტექნიკური აკრძალვების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაში. ეს თემა ამჟამად აქტუალურია - დღეს ჟენევაში ფ1-ის კომისიის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მომავლის რეგლამენტს განიხილავენ. საყოველთაო აღიარებით, დროა, ფ1-ში ტექნიკური რეგლამენტი „გაათავისუფლონ“, რაც ავტომობილების სიჩქარეს გაზრდის და რბოლებს უფრო სანახაობრივს გახდის.

Monday, February 16, 2015

„ალფა რომეოს“ უგზოობის მოდელი „ჯულიას“ პლატფორმაზე აიგება

Alfa Romeo SUV to be Based on Giulia Saloon Platform, Launch in 2016
16 თებერვალი

უკვე ათი წელი გავიდა, რაც „ალფა რომეომ“ უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი, „კამალი“ გვიჩვენა. მაგრამ მას შემდეგ, იტალიური კომპანიისგან ამ სიახლეს მუდმივად ელიან. აქამდე ეს ლოდინი ამაო იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ბაზრის ტენდენციებმა და „ალფა რომეოს“ რესტრუქტურიზაციის გეგმამ, უგზოობის „ალფა“ დღის წესრიგში დააბრუნა.

„რეინჯ როვერ ევოუკი“ შუქდიოდური ფარებით და ახალი ძრავებით

2016 Range Rover Evoque Coming with Full LED Adaptive Headlights and New Engines
16 თებერვალი
ამ ეფექტური ფოტო ტიზერით, „ლენდ როვერმა“ თავის პოპულარულ უგზოობის კომპაქტურ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკის“ განახლებული ვერსიის მოახლოებული პრემიერის შესახებ გვამცნო. პრემიერა კი მალე, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ტიზერზე ავტომობილის წინა ფარებია ხაზგასმული და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ავტომობილის მთავარი სიახლე სწორედ ფარებია.

„ფორდ მუსტანგმა“ NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი მიიღო

2015 Ford Mustang Earns Top Safety Rating from NHTSA
16 თებერვალი
აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA), „ფორდის“ უახლეს „მუსტანგს“ უმაღლესი სარეიტინგო შეფასება - ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა. ავტომობილმა საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც წინიდან, ასევე გვერდიდან შეჯახებისა და ამოყირავების ქრეშ ტესტებისას. ქრეშ ტესტების გარდა, ავტომობილმა მაღალი სარეიტინგო შეფასება, უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემების წყალობითაც დაიმსახურა, რომლებითაც უხვადაა აღჭურვილი.

აფხაზავას „არტლაინი“ ფ3-ში „დალარას“ მეტოქე იქნება

ArtLine to take on Dallara in F3
15 თებერვალი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელის, შოთა აფხაზავას გუნდმა „არტლაინმა“ ფორმულა 3-ის კატეგორიის ახალი სარბოლო ავტომობილი „არტტექ P315“ შეიმუშავა, რომელიც ახალი სეზონიდან, ფ3-ის ევროპის და გერმანიის ჩემპიონატებში მიიღებს მონაწილეობას.

Sunday, February 15, 2015

ოჟიემ შვედეთის რალიზეც გაიმარჯვა

Rallying-Ogier snatches thrilling Rally of Sweden victory
15 თებერვალი
როგორც ჩანს, სებასტიან ოჟიეს და მისი „ფოლკსვაგენის“ დამარცხება ამ სეზონშიც ძნელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონტის მეორე ეტაპის შემდეგ, რომელსაც ამჯერად შვედეთის თოვლიანმა გზებმა უმასპინძლა. ოჟიემ ის მეორედ მოიგო (პირველად 2013 წელს აქვს მოგებული) და 53 ქულამდე გაზარდა თავისი საჩემპიონატო მონაგარი.

„არიელ ნომადი“ - სატრეკო ავტომობილი უგზოობისთვის

Ariel Nomad Debuts in Production-Ready Clothes, Pricing Starts at £30,000
15 თებერვალი
ბრიტანული კომპანია „არიელ მოტორი“ თავის სატრეკო მოდელ „ატომითაა“ ცნობილი, ამიერიდან კი, უგზოობაში ექსტრემალური მართვის მოყვარულებსაც გაუხარებს გულს. ბირმინგემში ჩატარებულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე, კომპანიამ თავისი სიახლე, ბაგის ტიპის უგზოობის „ნომადი“ წარადგინა, რომელიც „ატომის“ ბაზაზეა აგებული.

Saturday, February 14, 2015

„მერსედეს F 015 ლაქშრი ინ მოუშნ“ – 2030 წლის ავტომობილი დღეს

Mercedes’ F 015 Luxury in Motion Is an Autonomous Vehicle from the Year 2030
14 თებერვალი
„მერსედეს-ბენცმა“ ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და დეტროიტის მოტორ შოუებზე ისეთი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომელიც ახლავე შეიძლება მივიჩნიოთ ამ წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საავტომობილო ქმნილებად. ოღონდ, ავტონომიური ავტომობილის ინტერიერზე შტუტგარტელთა ხედვას წარმოგვიდგენს. ავტომობილის სახელია „მერსედეს F 015 ლაქშრი ინ მოუშნ“.

„ფორდი“ „ფოკუს RS-ის“ ახალ 4WD სისტემას სხვა მოდელებზეც დანერგავს

New Focus RS 4WD system to be used on more Fords
14 თებერვალი
უახლეს სრულ ამძრავიან სისტემას, რომლიტაც ახალი „ფოკუს RS-ია“ აღჭურვილი, „ფორდი“ სხვა ავტომობილებზეც გამოიყენებს, რომლებიც სისწრაფესა და სპორტულ სტილზე იქნება ორიენტირებული. სრულ ამძრავიანი სისტემა „დაინემიკ ტორქ ვექტორინგი“ ყველაზე გამორჩეული ტექნოლოგიაა, რომლითაც „ფოკუს RS-ის“ შემქმნელ „ფორდ პერფორმენსს“ შეუძლია იამაყოს. და სხვათა შორის, პირველი და მეორე თაობის „ფოკუს RS“ წინა ამძრავიანი ავტომობილებია.

„იაგუარი“ კლასიკურ „მარკ 2-ს“ შეზღუდულად გამოუშვებს

Second Jaguar Mark 2 by Callum is On The Way, Only 12 to Be Produced
14 თებერვალი
ბრიტანული კომპანია „კლასიკ მოტორ ქარზი“, რომელმაც „იაგუარის“ მთავარ დიზაინერ იან ქალუმის მიერ ინტერპრეტირებული კლასიკური „იაგუარ მარკ 2“ მისთვისვე დაამზადა, ამ ავტომობილს შეკვეთებით 12 ცალს გამოუშვებს. ეს ავტომობილი ქალუმის შეკვეთით დამზადდა და ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, კომპანიამ მისი რამდენიმე ეგზემპლარის დამზადება გადაწყვიტა.

Thursday, February 12, 2015

„ასტერიონი“ შესაძლოა „ლამბორგინის“ მომავალ სტილს გვიჩვენებს

Asterion May Preview More Elegant, Less Extreme Design for Future Lamborghinis
12 თებერვალი
„ლამბორგინი“ ყველაზე აგრესიული გამომეტყველების მქონე ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი და შესაძლოა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც „ხარების“ ავტომობილების გარეგნობაში, „სტელსის“ სტილი გამოჩნდა. ერთჯერადი „ეგოისტა“ აგრესიული სტილის ნამდვილი გვირგვინი გახდა. მაგრამ ახლახანს, კერძოდ კი პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე, იტალიურმა კომპანიამ კონცეპტუალური „ასტერიონი“ გვიჩვენა, რომელიც თავისი რბილი ფორმებით და კომპანიის წარსულთან უხილავი კავშირითაა გამორჩეული.

„მერსედეს-AMG GT3“ - ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერი

Mercedes-AMG GT3 Teased Ahead of Geneva
12 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „მერსედესის“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ახალი სარბოლო ავტომობილი AMG GT3 იქნება, რომელიც სარბოლო ტრასებზე, უკვე მოძველებულ, თუმცა ჯერაც კონკურენტუნარიან SLS AMG GT3-ს შეცვლის. გერმანულმა კომპანიამ პრემიერამდ სამიოდ კვირით ადრე, ახალი სარბოლო ავტომობილის ორი ფოტო ტიზერი გაავრცელა, რომლებზეც AMG GT3-ს ესკიზებია გამოსახული.

Wednesday, February 11, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ წელს 500 000 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

Jaguar Land Rover targets record 500,000 global sales in 2015
11 თებერვალი
„იაგუარ ლენდ როვერი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, წელს 500 000 ავტომობილზე მეტის გაყიდვას გეგმავს. ამ გეგმის შესრულებაში, მას ორი ახალი ავტომობილი - სედანი „იაგუარ XE“ და უგზოობის „ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ დაეხმარება. „გაყიდვების მოცულობის გაზრდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის. გაყიდვები კომპანიის მდგრადი განვითარების შედეგია“, - ამბობს ბრიტანული კომპანიის გაყიდვების დირექტორი ენდი გოსი.

ედრიან ნიუის მხოლოდ ფ1-ის ტექნიკური რევოლუცია დააბრუნებს

F1 revolution could tempt Adrian Newey back - Christian Horner
11 თებერვალი
ედრიან ნიუი ფორმულა ერთის იმ ეპოქის სუპერ ვარსკვლავია, რომლის დროსაც ავტომობილების აეროდინამიკამ წინა პლანზე გადაინაცვლა. მის მიერ შემუშავებული ბოლიდების ანგარიშზე, რამდენიმე ტიტულია, მათ შორის, ოთხი „რედ ბულს“ და სებასტიან ფეტელს აქვთ მოპოვებული. ამ სეზონისთვის ნიუიმ ბოლო მანქანა მოამზადა, რის შემდეგაც ის ავსტრიულ ორგანიზაციაში სხვა პროექტებზე იმუშავებს და ფ1-ში მხოლოდ კონსულტანტად დარჩება.

მინიატურული W32 ძრავი სუფთა ფურცლიდან

Miniature W-32 Engine
11 თებერვალი
უბრალო ოთხცილინდრიანი ძრავის აწყობას კარგი ცოდნა, გამოცდილება და ბევრი შრომა სჭირდება. კიდევ უფრო ძნელია მრავალცილინდრიან ძრავებზე მუშაობა. მაგრამ წარმოიდგინეთ მინიატურული აგრეგატი, რომელსაც 32 ცილინდრი აქვს, რომლებიც ოთხ რიგადაა განლაგებული და რიგების განლაგებს W-ს ფორმისაა. და თუ ასეთი ძრავი სუფთა ფურცლიდანაა შექმნილი...

Tuesday, February 10, 2015

ლოებმა და ოჟიემ კუბიცა შეაქეს

WRC champions Loeb and Ogier praise Kubica's Monte Carlo Rally pace
10 თებერვალი
რალის მსოფლიო ჩემპიონები, სებასტიან ლოები და სებასტიან ოჟიე მონტე კარლოს რალის შემდეგ, განსაკუთრებით რობერტ კუბიცას აქებენ. ფორმულა ერთის ყოფილი მრბოლი, მოგებული სპეცმონაკვეთებით, ლოების შემდეგ მეორე იყო. არადა რბოლის პირველივე დღეს, გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

„ფორდი“ დიდ მოტორსპორტში დაბრუნებას არ ჩქარობს

Ford remains cool on global motorsport return
10 თებერვალი
„ფორდმა“ ახლახანს „ფოკუს RS“ და ახალი სუპერქარი GT გაგვაცნო, რომლებიც პირველებია იმ 12 ავტომობილიდან, რომლების გამოშვებასაც 2020 წლამდე „ფორდ პერფორმენსი“ გვპირდება. მაგრამ ეს ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული კომპანია მალე მსოფლიო მოტორსპორტის უმაღლეს დონეზე დაბრუნდება. ცისფერი ოვალისთვის ბოლო დიდი სერია რალის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც 2012 წელს დატოვა. ცისფერი ოვალი რალიქროსის მსოფლიო სერიაში ასპარეზობს, მისი „ფიესტა“ კი საქარხნო მხარდაჭერის გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის.

ბოტასი პირველ გამარჯვებას უმიზნებს

Bottas plays down Ferrari's headline test times
10 თებერვალი
ვალტერი ბოტასი არ გამორიცხავს, რომ ფორმულა ერთში თავის პირველ გამარჯვებას ამ სეზონში მოიპოვებს. ფინლი მრბოლი, გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეუი პილოტი იყო, რამდენჯერმე კვარცხლბეკზე ავიდა, რის შემდეგაც, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე მას „მერსედესში“, ან „ფერარიში“ ვიხილავთ. მაგრამ სანამ ასე მოხდება, მანამ მას კიდევ ერთ სეზონს, გამოცოცხლებულ „უილიამსში“ გაატარებს.

Monday, February 9, 2015

„ჰამერი“ შეიძლება დაბრუნდეს

GMC May Get An SUV That Looks Like A Hummer To Rival Jeep Wrangler
9 თებერვალი
იმ ბრენდებს შორის, რომლებიც „ჯენერალ მოტორსმა“ რესტრუქტურიზაციის შემდეგ შეინარჩუნა, ერთ-ერთი GMC-ის, რომელიც ძირითადად ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მუშაობს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ მალე ის გლობალურ ბაზარზეც გავიდეს. და პირველი ავტომობილი, რომელსაც მყიდველს მსოფლიო მასშტაბით შესთავაზებს, „ჯიპ ვრანგლერის“ კონკურენტი იქნება.

შემდეგი „ნისან GT-R“ ისევ წინაძრავიანი იქნება

Next Nissan GT-R to Keep Front-Engined 2+2 Formula; Will go Hybrid and arrive in 2018
9 თებერვალი
„ნისანი“ თავის სუპერ ავტომობილ GT-R-ის ახალ თაობას 2018 წელს გამოუშვებს და უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტომობილიც წინა ძრავიანი, 2+2 სალონით იქნება. მაგრამ შეიცვლება ძალური დანადგარი - შიდაწვის ძრავს ჰიბრიდული სისტემა ჩაანაცვლებს, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით უცნობია.