Chevrolet Will Reportedly Start Producing the
Bolt EV in Late 2016
8 თებერვალი
სააგენტო როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ჯენერალ
მოტორსი“ სუბკომპაქტურ კონცეპტუალურ ელექტრომობილ „შევროლე ბოლტის“ სერიულ
წარმოებას გეგმავს. ავტომობილის წარმოება 2016 წელს დაიწყება, ბაზარზე კი ის 2017 წელს
უნდა გამოვიდეს, მისი ფასი კი 25 000-30 000 დოლარის ფარგლებში იქნება. ამასთან,
ჰიბრიდულ „შევროლე ვოლტისგან“ განსხვავებით, რომელიც შარშან 18 800 ცალი გაიყიდა,
პატარა „ბოლტი“ გაცილებით მსხვილტირაჟიანი იქნება.
როიტერსს ეს ინფორმაცია „ჯენერალ მოტორსის“ ორმა
თანამშრომელმა მიაწოდა. მათი თქმით, პატარა ელექტრომობილს დეტროიტსა და ფლინტს
შორის არსებულ დასახლება ორიონში არსებული ქარხანა გამოუშვებს. იქვე დამზადდება „ბოლტის“
ევროპული ანალოგი, რომელსაც „ოპელისთვის“ გამოუშვებენ.
„ჯენერალ მოტორსი“ აღნიშნულ ქარხანაში ამჟამად „შევროლე
სონიკს“ და „ბიუიკ ვერანოს“ აწარმოებს. ის ნაწილობრივაა დატვირთული, რისი მიზეზიც,
პატარა ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებაა. „შევროლე ბოლტის“ წარმოების
შემთხვევაში, მისი დატვირთვის დონე გაიზრდება და შესაბამისად, ქარხნის საწარმოო
ხარჯებიც შემცირდება.
გავრცელებული
ინფორმაციით, „შევროლე ბოლტის“ ბაზისად, „ჯენერალ მოტორსის“ გლობალურ პლატფორმას
გამოიყენებენ, რომელზეც ასევე „შევროლე სონიკსაც“ ააგებენ. „ბოლტის“ სვლის სიშორე
320 კილომეტრს მიაღწევს და ის კონკურენციას „ტესლას“ უახლეს და ყველაზე ხელმისაწვდომ
„მოდელ III-ს“ გაუწევს. რომელიც ბაზარზე ასევე 2017 წელს გამოვა. ორივე
ავტომობილის მთავარი კონკურენტი, ამავე სეგმენტის ლიდერი, „ნისან ლიფი“ იქნება.
No comments:
Post a Comment