Saturday, February 14, 2015

„იაგუარი“ კლასიკურ „მარკ 2-ს“ შეზღუდულად გამოუშვებს

Second Jaguar Mark 2 by Callum is On The Way, Only 12 to Be Produced
14 თებერვალი
ბრიტანული კომპანია „კლასიკ მოტორ ქარზი“, რომელმაც „იაგუარის“ მთავარ დიზაინერ იან ქალუმის მიერ ინტერპრეტირებული კლასიკური „იაგუარ მარკ 2“ მისთვისვე დაამზადა, ამ ავტომობილს შეკვეთებით 12 ცალს გამოუშვებს. ეს ავტომობილი ქალუმის შეკვეთით დამზადდა და ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, კომპანიამ მისი რამდენიმე ეგზემპლარის დამზადება გადაწყვიტა.
როგორც „კლასიკ მოტორ ქარზის“ დირექტორი ნიკ გოლდთორპი ამბობს, მეორე ავტომობილის აწყობა უკვე დაწყებულია და ის მზად ამ წლის ბოლომდე იქნება. „მეორე „მარკ 2 ბაი ქალუმის“ დამზადება უკვე დავიწყეთ. ის მარცხენასაჭიანი იქნება. ძარა უკვე პრაქტიკულად მზადაა. საბოლოო სახეს კი ის წლის ბოლომდე მიიღებს“, - ამბობს გოლდთორპი.
ის დასძენს, რომ ორი ერთნაირი „მარკ 2 ბაი ქალუმი“ არ დამზადდება. ყველა ავტომობილს შემკვეთის სურვილების შესაბამისად შექმნიან და მათ სპეციფიკაციებიც კი განსხვავებული ექნება. ამასთან, შემკვეთს ნებისმიერ დროს ექნება აწყობის პროცესის დასწრების და მონაწილეობის შესაძლებლობა. შემკვეთს თავისი სურვილისამებრ, არამხოლოდ ინტერიერს გაუწყობენ, არამედ გადაცემათა კოლოფსაც კი შეურჩევენ. ამასთან ის შეიძლება იყოს როგორც მექანიკური, ასევე ავტომატურიც.
დაბოლოს, გოლდთორპის თქმით, ძალიან განსხვავებული იქნება ფასი, რაც პირველ რიგში, შემკვეთის სურვილების შესაბამისად იმერყევებს. „იაგუარ მარკ 2 ბაი ქალუმის“ საბაზო ფასი 350 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment