Monday, January 26, 2015

„ფერარიმ“ ახალ ბოლიდს SF15-T უწოდა

Ferrari F1 team reveals name of 2015 car
26 იანვარი
ახალი ბოლიდის ოფიცალურ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ფერარიმ“ მისი სახელი გაგვაცნო. ავტომობილს, რომლითაც კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი, მარანელოელთათვის კიდევ ერთ ძნელ სეზონს (ისინი ამას თავადვე აღიარებენ) ჩაატარებენ, SF15-T უწოდეს.
სახელში SF „სკუდერია ფერარის“ ნიშნავს, T კი - ტურბოს. ამ სახელით ის შარშანდელი ბოლიდს F14 T-ს - შთამომავალია. ახალი სარბოლო ავტომობილი საზოგადოების წინაშე პირველად პარასკევს წარსდგება. პრეზენტაციის რეპორტაჟი ინტერნეტით გადაიცემა.
„ფერარი SF15-T“ ტრასაზე პირველად ხერესის ტესტებზე გამოვა და მის საჭესთან პირველი ფეტელი დაჯდება.

No comments:

Post a Comment