McLaren P1 Made from Paper Is an Amazing Build
2 იანვარი
მულტი მილიონერიც რომ იყოთ, „მაკლარენის“ ჰიბრიდულ
სუპერ ავტომობილ P1-ს მაინც ვეღარ შეიძენთ. ან თუ შეიძენთ, მეორად ბაზარზე
გაცილებით ძვირის გადახდა მოგიწევთ. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც და ამას სულაც არ
სჭირდება სქელი ჯიბე. თანაც, ეს ვარიანტი, ამ შესანიშნავი ავტომობილის აგებაში
მონაწილეობის მიღებასაც გთავაზობთ! ოღონდ, ლაპარაკი არაა კიტ კომპლექტზე.
...ასეთ ავტომობილს ქაღალდისგან დაამზადებთ.
პროექტი მხატვარ ტარას ლესკოს მიერაა შემუშავებული, რომელიც თავისი თარგების
პაკეტს PDF-ფაილის სახით, ინტერნეტით, სულ რაღაც, 3.99 დოლარად ჰყიდის. ფაილი 40
ფურცელს შეიცავს, რომლებშიც ქაღალდის სუპერ ავტომობილის 139 ნაწილია დახაზული. ამ
ნახაზების ამობეჭდვას დამატებით 24.99 დოლარი სჭირდება და შემდეგ წებო და კარგი
გარჯა, რათა ამ ფოტოზე გამოსახული ავტომობილის მსგავსი ააწყოთ.სხვათა შორეის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქაღალდისგან სუპერ ავტომობილს ქმნიან. მაგალითად, ერთმა ენთუზიასტმა ქაღალდისგან 1:2-ზე მასშტაბის „ლამბორგინი ავენტადორი“ დაამზადა, რომლის წონამაც 11.3 კილოგრამს მიაღწია.
ვიდეო
No comments:
Post a Comment