Motor racing-Lotus expect huge step forward in
2015
26 იანვარი
„ლოტუსმა“ ინტერნეტით თავისი ახალი ბოლიდის, „E23
ჰაიბრიდის“ კომპიუტერული ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა და განაცხადა, რომ ახალ სეზონში
გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან. ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა „რენოს“ ჰიბრიდულ
აგრეგატზე და „მერსედესის“ კლიენტთა კოჰორტას შეუერთდა.
„ლოტუსის“ ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი ამბობს,
რომ ახალი ბოლიდი, „წინ გადადგმული მასიური ნაბიჯია“. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს
ბრიტანულმა გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულა, მაგრამ გასულ
სეზონში სრული ფიასკო განიცადა და 10 ქულით მერვე ადგილზე დარჩა.
„რა დასამალია, რომ გასულ სეზონში მანქანისგან პრობლემები
გვქონდა. ამიტომ ახალი ავტომობილის მზადებისას, ყველა კომპონენტზე ვიმუშავეთ,
რომლებიც ადრე პრობლემებს გვიქმნიდა. აეროდინამიკურ მილში სოლიდური პროგრესი
გვაქვს. ასევე კომპაქტურ შეთანწყობას მივაღწიეთ და უფრო ეფექტური გაგრილების სისტემა
შევქმენით. იმედი გვაქვს, რომ E23 გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი“,
- ამბობს ჩესტერი.
მისივე თქმით, გუნდი იმედებს „მერსედესის“ ძრავზეც
ამყარებს, რომელმაც მანქანას დამატებითი ცხენის ძალები უნდა შესძინოს. ჩესტერი
დასძენს, რომ აეროდინამიკა E22-საც კარგი ჰქონდა, მაგრამ მისი პოტენციალის სრულად
გამოყენება ვერ მოხერხდა. განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტორზეც გამახვილდა, რომ
ავტომობილი სხვადასხვა ტრასების მახასიათებლების შესაბამისად, ადვილად მოსამართი
იყოს.
„ლოტუსის“ მთავარი აღმასრულებელი მეტიუ კარტერი
იმედოვნებს, რომ ახალი მანქანის ტრასაზე გამოყვანა, ხერესის ტესტების პირველივე
დღეს იქნება შესაძლებელი. გუნდს პილოტებად ისევ ფრანგი რომენ გროჟანი და ვენესუელელი
პასტორ მალდონადო ეყოლება.
კარტერი ამბობს, რომ ახალი სეზონისთვის „ლოტუსის“ ბიუჯეტი
უფრო მცირეა, ვიდრე 2013 წელს იყო, მაგრამ თითქმის გასული სეზონის დონეზე დარჩა.
წავიდა რამდენიმე სპონსორი, მაგრამ ახლებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ბიუჯეტის დეფიციტი
სრულად შეავსეს.
No comments:
Post a Comment