დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 5, 2015

ალ-ატია ისევ უსწრაფესია

Nasser Al-Attiyah is the fastest again and open up a lead of more than 8 minutes
5 იანვარი
დაკარის რბოლის პირველ სპეცმონაკვეთზე გამარჯვების შემდეგ, „მინის“ ყატარელი მრბოლი ნასერ ალ-ატია სტიუარდებმა ორი წუთით დააჯარიმეს, რის გამოც, მან ლიდერობა დაკარგა, თუმცა მხოლოდ დროებით. მეორე სპეცმონაკვეთზე მან კიდევ უფრო გაზარდა ტემპი და ლიდერობის დაბრუნების გარდა, უახლოესი მეტოქე საერთო კლასიფიკაციაში 8 წუთით ჩამოიტოვა.
ალ-ატიას პაექრობამ ამჯერადაც თავის არგენტინელ თანაგუნდელ ორლანდო ტერანოვასთან მოუწია. მთელი რბოლის განმავლობაში, მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო, მაგრამ ფინიშამდე ათიოდ კილომეტრით ადრე, ტერანოვას ავარია მოუვიდა, რამაც ოც წუთზე მეტი დააკარგვინა. თუმცა მთავარია, რომ მან ფინიშამდე მისვლა შეძლო.
მეორე ადგილზე კი „ტოიოტა ჰაილუქსით“ მოასპარეზე სამხრეთაფრიკელმა გინიელ დე ვილიერსმა გადაინაცვლა. დღის მოწინავე სამეულში „ტოიოტა ჰაილუქსით“ მოასპარეზე კიდევ ერთი პილოტი, ჰოლანდიელი ბერნარდ ტენ ბრინკე შევიდა, ვისთვისაც ეს სულ მესამე დაკარია. მან კლასიფიკაციაშიც მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
სან ხუანის ფინიშთან მეოთხე ალ-ატიას პოლონელი თანაგუნდელი კრჟიშტოფ ჰოლოვჯიჩი გავიდა. კიდევ უფრო შორსაა „პეჟოთი“ მოასპარეზე ესპანელი კარლოს საინსი, ვინც ლიდერს უკვე 26 წუთზე მეტით ჩამორჩება. მეორე სპეცმონაკვეთი რთული გამოდგა ამერიკელი რობი გორდონისთვისაც, ვისაც მექანიკური პრობლემები ჰქონდა. კვლავ არ გაუმართლა მოქმედ ჩემპიონს ესპანეთიდან ნანი რომას, რომელსაც ტიტულის დაცვის აღარანაირი შანსი აღარ აქვს.

No comments:

Post a Comment