Ford Cutting its Global Platforms to 8, Will
Launch 15 New Products This Year
18 იანვარი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი,
კომპანიების მიერ პლატფორმების რიცხვის შემცირება და მოდულურ პლატფორმებზე რამდენიმე
მოდელის წარმოებაა. ეს ავტომობილების თვითღირებულების შესამცირებლად და
შესაბამისად, მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად კეთდება. ამ მიზნის
მისაღწევად, კომპანიები ერთმანეთს პლატფორმებსაც კი უნაწილებენ.
მალე ამ მიმართულებით ნაბიჯს „ფორდიც“ გადადგამს, რომელიც
თავისი გლობალური პლატფორმების რიცხვის რვამდე შემცირებას აპირებს. კომპანიის ვიცე
პრეზიდენტი რაჯ ნაირი, ვინც გლობალური წარმოების დაგეგმარებას უძღვება, ამბობს,
რომ ამჟამად კომპანიის საწარმოო პროგრამაში 27 გლობალური პლატფორმა შედის, მაგრამ მომავალ
წელს ეს რიცხვი ცხრით შემცირდება. თუმცა, ცისფერი ოვალის მთავარი აღმასრულებელი მარკ
ფილდსი თვლის, რომ ესეც არაა საკმარისი.
„ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და პლატფორმების რიცხვს
რვამდ შევამცირებთ. ეს უზარმაზარ მოგებას მოგვიტანს და ახალი მოდლების წარმოების
დაწყებასაც გაცილებით სწრაფად შევძლებთ“, - „დოჩე ბანკის“ გლობალური ინდუსტრიის
კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა ფილდსმა.
როგორც გამოცემა „დეტროიტ ნიუსი“ იუწყება, „ფორდს“ წელს
მინიმუმ 15 ახალი ავტომობილის გამოშვება აქვს დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთი
ქროსოვერი „ეჯია“ (ფოტოზე). შვიდ ახალ ავტომობილს ცისფერი ოვალი ჩრდილოეთ ამერიკის
ბაზარზე შეიტანს, ოთხს სამხრეთ ამერიკაში, ათს ევროპაში. აზიისა და წყნარი ოკეანის
რეგიონში 18 ახალი ავტომობილის წარდგენა იგეგმება. ამ რიცხვების გადაფარვა იმას
ნშნვს, რომ მოდლების უმეტესობის პრემიერა დასახელებულ რეგიონებში ერთდროულად მოხდება,
აზიელებს კი იმ ახალ ავტომობილებსაც შესთავაზებენ, რომლების წარმოებაც „ფორდმა“ წელს
დაიწყო, მაგრამ იქ ჯერ არ შეუტანია. ფილდსი ამბობს, რომ მისი კომპანია წელს მნიშნელოვან
ზრდას გეგმავს. ამასთან, გაყიდვების მოცულობის კვალობაზე, მოგებაც გაიზრდება.
No comments:
Post a Comment