Sunday, January 18, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექსპანსიას იწყებს

JLR Preparing for Full-On Attack in the US Next Year
18 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშან გლობალური გაყიდვები 9.0 პროცენტით გაზარდა. თუმცა, ისმ დროს, როცა ბრიტანულ კომპანიას ჩინეთში გაყიდვები 28.0 პროცენტით გაეზარდა, ამერიკის ბაზარზა ზრდა პრაქტიკულად არ ჰქონია. დეტროიტის მოტორ შოუზე გამოსვლისას, „იაგუარ ლენდ როვერის“ ამერიკული შტოს პრეზიდენტმა ჯოი ებერჰარდტმა ამის მიზეზად ის ფაქტორი დაასახელა, რომ დილერების შოურუმებში, მისი კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილები, როგორებიცაა „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“, საშუალოდ მხოლოდ 9-12 დღეს ატარებენ, რაც ძალიან ცოტაა.
„ჩვენ მარაგების შექმნას ვერ ვახერხებთ და ჩრდილოეთ ამერიკაში პრობლემებს სწორედ ეს ქმნის. თუმცა, ეს კარგი პრობლემაა. მირჩევნია, სადგომზე საჭიროზე ნაკლები მანქანა იდგას, ვიდრე ზედმეტი“, - ამბობს ებერჰარდტი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ჩრდილოამერიკულ ბაზარზე სადილერო ქსელის გაფართოება არ იგეგმება. „უპირველესი მიზანი რენტაბელობაა და მოცულობის ზრდის ხარჯზე მის შემცირებას არ ვაპირებთ“.
და მაინც, როდესაც ბაზარზე მოთხოვნაა, მაშინ სჯობს, რომ დილერებს ყოველთვის ჰქონდეთ ავტომობილების საკმარისი მარაგი. ამისათვის, კომპანია სოლიჰალის ქარხნის წარმადობას ზრდის. გარდა ამისა, ჩინეთში ახლახანს ამოქმედებულ ქარხანაში, „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოების მოცულობის გაზრდასაც აპირებს. სხვათა შორის, ეს პირველი ავტომობილია, რომლის წარმოებაც ამ ახალმა ქარხანამ დაიწყო. მალე იქ „იაგუარის“ უახლეს სედან XE წარმოებასაც დაიწყებენ.
ბრიტანული კომპანია წელს ამერიკულ ბაზარზე კონსოლიდაციას გეგმავს, რაც მომავალი წლისთვის დაგეგმილი ექსპანსიის დასაწყებად, პირველი ნაბიჯი იქნება. ამ საქმეში, კომპანიას „იაგუარის“ ორი უახლესი მოდელი - სედან XE და ქროსოვერი F-Pace დაეხმარება. გარდა ამისა, ამერიკის ბაზარზე შევა დიზელის ძრავებით აღჭურვილი „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“.

No comments:

Post a Comment