Al-Attiyah and Barreda push back as big names
fall in fourth stage of Dakar
7 იანვარი
სამწუხაროდ, ტრაგედიას ვერც მიმდინარე დაკარი
გადაურჩა. მესამე ეტაპის ბოლოს, მარშრუტის 206-ე კილომეტრზე დაღუპული იპოვნეს
პოლონელი მოტოციკლისტი მიხალ ჰერნიკი, ვინც დაკარის რალი-მარათონზე პირველად
ასპარეზობდა. რბოლის მართვის ელექტრონიკამ, 39 წლის პოლონელისგან სიგნალის მიღების
შეწყვეტა დააფიქსირა და მას შემდეგ, რაც მრბოლი სპეც მონაკვეთის ფინიშზე არ
გამოცხადდა, მისი ძებნა დაიწყო.
ის მალევე იპოვნეს. გზას 300 მეტრით იყო აცდენილი. მრბოლს
და მის მოტოციკლს ავარიის კვალი არ ეტყობოდათ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ჰერნიკს
ჩაფხუტი მოხსნილი ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია მისი დაღუპვის მიზეზი. მესამე ეტაპის
წინ, ჰერნიკს კლასიფიკაციაში 84-ე ადგილი ეკავა. დაკარამდე მას აბუ დაბისა და მაროკოს
რალი-მარათონებზე უასპარეზია და ორივეს ფინიშს მიაღწია.
მეოთხე სპეცმონაკვეთი ძალიან რთული გამოდგა.
მრბოლთა ქარავანი ჩილეში გადავიდა ზღვის დონიდან 4800 მეტრის სიმაღლეზე არსებული
უღელტეხილის გავლამ მოუწია. მარშრუტი უმეტესად უდაბნო ატაკამას დიუნებში გადიოდა,
სადაც ბევრი რამ, პილოტების გამოცდილებაზე და ინტუიციაზე იყო დამოკიდბული.
რთულ გამოცდას ვერ გაუძლო არგენტინელმა ორლანდო
ტერანოვამ (ფოტოზე), ვისაც წინა სამი ეტაპიდან, ორი აქვს მოგებული. ის 72-ე
კილომეტრზე ქვის ლოდს დაეჯახა და მანქანა ძლიერ დააზიანა. შემთხვევის ადგილზე, დამხმარე
მანქანა მალე მივიდა, მაგრამ „მინის“ რემონტს რამდენიმე საათი დასჭირდა. ჯერაც
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტერანოვამ ასპარეზობა შეწყვიტა.
სამაგეროდ, მისმა თანაგუნდელმა, ყატარელმა ნასერ
ალ-ატიამ ლიდერობა განიმტკიცა. მთელი სპეცმონაკვეთის მანძილზე, მას მედგარ წინააღმდეგობას
უწევდა დაკარის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი ნანი რომა, ვისაც დიდი ჩამორჩენის
გამო, ტიტულის დაცვის შანსი თითქმის აღარ აქვს. ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით
ადრე, ალ-ატიამ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მიღწევა და სპეცმონაკვეთი მოიგო.
მესამე ადგილი კი ისევ სამხრეთაფრიკელმა გინიელ დე ვილიერსმა დაიკავა.
არ გაუმართლათ კარლოს საინსს და რობი გორდონს.
ესპანელმა რამდენიმე საათი დაკარგა, სანამ „პეჟოს“ ტექნიკოსების გუნდი, მის მანქანას
არემონტებდა. ამერიკელს კი ნაკლები დრო დაეკარგა, თუმცა ისედაც ძალიან უკან იყო და
კიდევ უფრო ჩამოქვეითდა.
No comments:
Post a Comment