Tuesday, January 27, 2015

ხერესში „მერსედესის“ ახალ ძრავებს მხოლოდ ორი გუნდი გამოიყენებს

Only Mercedes, Williams to test 2015 engine at Jerez
27 იანვარი
რამდენიმე დღეც და ფორმულა ერთის ახალი სეზონი დაიწყება - ხერესში გუნდები პირველ ტესტებს გამართავენ. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს მათი ახალი მანქანების და ძრავების შესაძლებლობები. ტესტების შემდეგ ხომ უკვე შეიძლება ზერელე წარმოდგენის შექმნა იმაზე, თუ ვისგან უნდა ველოდოთ ლიდერობას და რომელი გუნდი გაუცრუებს თავის ფანებს იმედებს.
მაგრამ ხერესში ამის გარკვევა ძნელი იქნება, რადგან ზოგი ტრასაზე გასული სეზონის მანქანით გამოვა, ზოგის ბოლიდები კი ძველი აგრეგატებით იქნება აღჭურვილი. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხერესში „მერსედესის“ ახალი აგრეგატით მხოლოდ ორი გუნდის - „მერსედესის“ და „უილიამსის“ ბოლიდები აღიჭურვება. „ლოტუსს“ და „ფორს ინდიას“ კი ძველი ძრავები ერგებათ. გარდა ამისა, ინდური გუნდი ტესტების პირველ სერიას ძველი მანქანით ჩაატარებს.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, „მაკლარენმა“ ორშაბათს პირველად დაქოქა „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილი თავისი ახალი ავტომობილი და ხერესის ტესტებისთვის, რომელიც კვირას დაიწყება, უკვე მზადაა.

No comments:

Post a Comment