Dakar: Vladimir Vasilyev wins fifth stage, Carlos
Sainz retires
8 იანვარი
დაკარის რალი მარათონს კიდევ ერთი ფავორიტი - ესპანელი
კარლოს საინსი გამოეთიშა. მეხუთე ეტაპი რუსმა ვლადიმირ ვასილიევმა მოიგო, რბოლას
კი ისევ ყატარელი ნასერ ალ-ატია ლიდერობს. მეხუთე ეტაპზე, რბოლის მონაწილეებს 458
კილომეტრი მანძილის გავლამ მოუწია.
ვასილიევი რბოლაში საკუთარი გუნდის „მინით“ ასპარეზობს.
მან სტარტიდანვე შეძლო დაწინაურება და ტექნიკური პრობლემის გარეშე, პირველმა
მიაღწია ფინიშს. მას 20 წამით ჩამორჩა „ტოიოტათი“ მოასპარეზე საუდელი იაზიდ ალ-რაჯჰი,
მესამე ადგილზე კი ამერიკელი რობი გორდონი გავიდა. მხოლოდ მეოთხე დრო ჰქონდა
ალ-ატიას, რომელსაც ესეც ეყო იმისათვის, რომ თავის უახლოეს მდევარ გინიელ დე ვილიერსთან
უპირატესობა გაეზარდა.
ფრანგი სტეფან პეტერანსელი „პეჟოს“ ეკიპაჯებს შორის
საუკეთესო იყო. საინსს ფინიშამდე 20 კილომეტრიღა ჰქონდა გასავლელი, როცა შეცდომა
დაუშვა, ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა. ავარიამდე ის კვადროციკლს მიჰყვებოდა
კუდში, მერე კი, როგორც „პეჟოს“ რელიზში ეწერა, „რაღაცას დაეჯახა“. მანქანა ხუთჯერ
ამოყირავდა, თუმცა ბედად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მისი ნავიგატორი ლუკას
კრუსი უვნებელნი გადარჩნენ.
No comments:
Post a Comment