Sunday, January 25, 2015

ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაუბრუნდება

Sebastien Loeb not planning to return to rally in 2015
25 იანვარი
მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან ლოებმა რალი მონტე კარლოზე შესანიშნავად იასპარეზა და ყველაზე მეტი სპეცმონაკვეთი მოიგო, პარასკევის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაშვებული შეცდომა ძალიან ძვირად დაუჯდა - ოთხდღიანი რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აღარ აპირებს.
ლოებმა რბოლა მისთვის ჩვეულ სტილში დაიწყო, თუმცა თოვლიან და მოყინულ გზაზე, მცირე შეცდომა ძვირად დაუჯდა - მის „სიტროენს“ უკანა მარცხენა ბორბალი და საკიდარი დაუზიანდა. ამის შემდგ მან განაცხადა, რომ ასპარეზბას WRC 2 რეგლამენტის შესაბამისად გააგრძელებდა. საბოლოოდ კი გამარჯვებულ თანამემამულესა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ოჟესთან რვა წუთზე მეტი დათმო.
„შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, შეცდომის გამო გაწბილებული ვარ. მაგრამ სიამოვნებაც მივიღე. რბოლა ძალიან მომეწონა. აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა და ამიტომ აქ ასპარეზობა ყოველთვის გამორჩეულია“, - განაცხადა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა და კითხვაზე, რა გეგმები აქვს რალის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, მოკლედ მოჭრა - ამჟამად არაფერიო.
ფრანგი გრანდი ტურინგის კლასში მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC), „სიტროენთან“ ერთად ასპარეზობას გააგრძელებს. გარდა ამისა, თავისი გუნდით გამძლეობაზე რბოლების უახლეს კატეგორია LMP3-ში, მსიფლიო ჩემპიონატსა და ლე მანზეც იასპარეზებს. გარდა ამისა, „სებასტიან ლოებ რეისინგი“ გრან ტურიზმოს კლასის სხვადასხვა სერიებშიც გააგრძელებს გამოსვლას.

No comments:

Post a Comment