Friday, January 23, 2015

„ლამბორგინი ურაკანი“ სარბოლო ფორმაში

This is Lamborghini's New Huracán GT3 Racer
23 იანვარი
„ლამბორგინიმ“ საბურველი მოხსნა თავის ახალ სარბოლ ავტომობილ „ურაკან GT3-ს“, რომელიც სხვადასხვა სერიების რბოლებში, ამ სეზონის მოერე ნახევრიდან ჩაერთვება. ეს ავტომობილი განსხვავდება „ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეოსგან“, რომელიც „ლამბორგინი ბლანპენის“ სერია სუპერ ტროფეოს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატებში იასპარეზებს. „ურაკან GT3“ განკუთვნილია გაცილებით რთული რბოლებისთვის, როგორებიცაა „ბლანპენის“ გამძლეობაზე რბოლების სერიის ხუთი ევროპული ეტაპი, მათ შორის, სპა-ფრანკორშანის 24-საათიანი რბოლა.
„ახალი „ურაკან GT3-ის“ დახმარებით, „ლამბორგინი სკვადრა კორსე“ კიდევ უფრო ძლიერი ძალა გახდება კატეგორიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძნელი და პრესტიჟულია საერთაშორისო მოტორსპორტში. იმავდროულად, სიამაყით ვაცხადებთ, რომ გვეყოლება ახალი პარტნიორი (მალაიზიური ნავთობკომპანია) „პერტამინას“ სახით, რომელიც ამიერიდან, ჩვენი მოტორსპორტული აქტივობების გლობალური პარტნიორია“, - განაცხადა „ლამბორგინის“ შეფმა მარტინ ვინტერკორნმა.
„ურაკან GT3-ის“ შემუშავებაში მონაწილეობა სარბოლო ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „დალარა ენჯინიარინგმა“ მიიღო. უკანა ამძრავიან ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 5.2-ლიტრიანი V10 ანჭებს, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით და „ბოშ მოტორსპორტის“ წარმოების მართვის ელექტრონიკითაა აღჭურვილი. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელიც FIA-ს რეგლამენტს აკმაყოფილებს და ძრავს გადაბმულობის სამდისკოიანი ქუროთი უკავშირდება. ძრავის მახასიათებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
გარდა ამისა, „ურაკან GT3“ აღიჭურვა უსაფრთხოების ჩარჩოთი, რომელიც რა თქმა უნდა, FIA-ს მოთხოვნებს შეესაბამება, აეროდინამიკური ელემენტებით, მათ შორის დიდი ზომის სპლიტერით და რეგულირებადი უკანა ანტი ფრთით, ასევე რეგულირებადი წინა დიფუზორით, OMP-ს ცეცხლმქრობი სისტემით და ახალი, მრავალფუნქციური საჭის რგოლით.
შეცვლილია მუხრუჭების სისტემაც. წინა ბორბლებს ექვსცილინდრიანი დამჭერები და 380-მილიმეტრიანი (სისქე 34 მილიმეტრია) დისკოები ემსახურება, უკანებს კი - ოთხცილინდრიანი დამჭერები და 355x32-მილიმეტრიანი დისკოები. ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა „ბოშის“ წარმოებისაა და 12 პოზიცია აქვს, რომლებსაც პილოტი საჭის რგოლზე მოთავსებული გადამრთველით ცვლის. წინა ბორბლები 315/680 ზომის საბურავებითაა შემოსილი, უკანები კი - 325/705 ზომისათი. ავტომობილს აქვს პნევმატური ამწევი.
სარბოლო „ურაკან GT3-ის“ ფასი 369 000 ევროა (დაახლოებით 430 000 დოლარი).

No comments:

Post a Comment