Friday, January 9, 2015

ნასერ ალ-ატიამ მესამე სპეცმონაკვეთი მოიგო

Nasser Al-Attiyah celebrates third stage win at the 2015 Dakar Rally
9 იანვარი
დაკარის რბოლამ ეკვატორი გადალახა და მას ისევ ყატარელი ნასერ ალ-ატია ლიდერობს, რომელმაც მეექვსე ეტაპზე გამარჯვებით, თავის უახლოეს მდევართან, „ტოიოტათი“ მოასპარეზე გინიელ დე ვილიერსთან უპირატესობა 11 წუთამდე გაზარდა. ეს ალ-ატიას მიერ მესამე მოგებული სპეცმონაკვეთია.
ეს იყო ყველაზე მოკლე, თუმცა ძალიან რთული სპეცმონაკვეთი, რომელზეც რბოლის მონაწილეებს, ორ განსხვავებულ საფარზე მოუწიათ ასპარეზობამ. ჯერ მარშრუტი სწრაფ, გრუნტიან საფარზე გადიოდა, ბოლოსკენ კი ატაკამას უდაბნოს ქვიშებზე და დიუნებზე გადაინაცვლა. ამჯერადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ზუსტ ნავიგაციას ჰქონდა.
კარგად იასპარეზა ალ-ატიას თანაგუნდელმა და დაკარის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანელმა ნანი რომამ, რომელმაც ტემპი განსაკუთრებით ფინიშთან მიახლოებისას გაზარდა და საბოლოოდ, იქ მესამე მივიდა. თუმცა, ლიდერს ის უიმედოდ ჩამორჩება, გამარჯვების პრაქტიკულად ნულოვანი შანსით.
მაგრამ ეს ჯერ არაფერია, რადგან რბოლის მონაწილეებს ზედიზედ ორი ურთულესი, მარათონული სპეცმონაკვეთი აქვთ გასავლელი. თანაც, ამ დროს მათ ტექნიკური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ - ამას ახალი რეგლამენტი კრძალავს. საქმეს ისიც გაართულებს, რომ თითოეულ ეკიპჟს მხოლოდ სამი სათადარიგო ბორბალი ექნება. აქედან გამომდინარე, ეს ორი ეტაპი, რბოლის საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას იქონიებს.
მეშვიდე ეტაპზე ჩილეში დაიწყება და 321 კილომეტრის შემდეგ, ბოლივიაში დასრულდება. მარშრუტი ძირითადად მთიან გზებზე გაივლის, უმეღლესი წერტილი კი ზღვის დონიდან 3 900 კილომეტრზეა. ამ ეტაპის სირთულე იმაშია, რომ გზას ბევრი განშტოება აქვს და ეკიპაჟების ნავიგატორებს დიდი დაკვირვება მართებთ, რათა გზა არ აებნათ.

No comments:

Post a Comment