დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 14, 2015

„ალფა რომეომ“ დეტროიტში ღია 4C გვიჩვენა

Production-Spec Alfa Romeo 4C Spider Goes Officially Topless in Detroit
14 იანვარი
„ალფა რომეომ“ თავის პატარა სპორტსმენ 4C-ს ღია ვერსია, სახელად „4C სპაიდერი“, დეტროიტში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო, დეტროიტის მოტორ შოუზე კი მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციაც გაავრცელა და დამთვალიერებლებს თავისი ახალი ლამაზმანი უშუალოდაც წარუდგინა. ჯერჯერობით ავტომობილს მხოლოდ რბილი მოსახსნელი სახურავი აქვს, მალე კი მას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მოსახსნელ სახურავსაც დაუყენებენ.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძრავი უცვლელი დარჩა. ესააა 1.75-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 240 ცხენის ძალას და 350 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მომენტის 80 პროცენტზე მეტი 1 700 ბრ/წთ-ზეა ხელმისაწვდომი. ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს, მათ კი ერთმანეთთან ორქუროიანი გადაბმულობა აკავშირებს.
ძრავისა და ტრანსმისიის მართვის ელექტრონულ სისტემას, მუშაობის ოთხი რეჟიმი აქვს. ესენია: ყველა ამინდის, ნატურალი, დინამიკური და სარბოლო რეჟიმები. მეოთხე შემთხვევაში, სისტემა ტრექშნ კონტროლს რთავს, რომელიც სტარტის დროს ბორბლების ადგილზე მოსრიალებას გამორიცხავს. ამ რეჟიმით დაძვრისას, ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 4.1 წამში შეუძლია. სხვათა შორის, ანალოგიური აჩქარებისთვის ზუსტად იგივე დრო სჭირდება კუპესაც.
ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება ავტომობილის წონის შემცირებას დაუთმეს. ამისათვის მათ უფრო თხელი და მსუბუქი შუშები ფამოიყენეს. ავტომობილის მზიდი სტრუქტურა და ძარა მაღალი სიმტკიცის კომპოზიციური მასალისგან დამზადდა, რომელიც ფოლადზე 20 პროცენტით მსუბუქიცაა და მასზე მეტ დატვირთვებსაც უძლებს. წონა 10 კილოგრამით გაიზარდა მოსახსნელი სახურავის და მისი შესანახი სეგმენტის გამო. ეს უკანასკნელი ადგილს საბარგულსაც ართმევს. ავტომობილი 1128 კილოგრამს იწონის.

No comments:

Post a Comment