Monday, January 5, 2015

„ფორს ინდია“ ახალ ბოლიდს 21 იანვარს გაგვაცნობს

Force India to launch VJM08 on January 21
5 იანვარი
„ფორს ინდია“ თავის ახალ ბოლიდს, რომლითაც მისი პილოტები, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი და მექსიკელი სერხიო პერესი ახალ სეზონში იასპარეზებენ, 21 იანვარს გაგვაცნობს. ამგვარად, ეს პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სარბოლო ავტომობილის პრეზენტაციის კონკრეტული თარიღი დაასახელა.
პრეზენტაცია, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე ათი დღით ადრე გაიმართება. გავრცელებული ვარაუდით, ახალი ავტომობილი, გარეგნულად წინა სეზონის ბოლიდისგან რადიკალურად განსხვავეული იქნება. შეიცვლება მისი ფერებიც, რასაც ახალ სპონსორთან, მექსიკურ კომპანია „ამერიკა მოვილთან“ კონტრაქტის გაფორმება განაპირობებს. გარდა ამისა, VJM08-ზე ისევ იქნება ძველი სპონსორების - „ტელმექსის“, „ტელსელის“ და „კლაროს“ ლოგოები.
„ფორს ინდიამ“ გასულ სეზონში კონსტრუქტორთა პირველობა მეექვსე ადგილზე დაასრულა. ის 30 ქულაზე ნაკლებით ჩამორჩა „მაკლარენს“, რომელიც მის მსგავსად, „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობდა.

No comments:

Post a Comment