Ford Details 2015 Edge's New Twin-Scroll 2.0L
EcoBoost Engine
2 იანვარი
„ფორდი“ მალე ამერიკის ბაზარზე ახალ ქროსოვერ „ეჯს“
შეიტანს, რომლის ძრავების გამაშიც დიდი სიახლეა. ესაა სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი
ტურბო ძრავი, რომელიც იმავე სერიის და ლიტრაჟის ძველ ძრავს შეცვლის. ახალი აგრეგატის
მთავარი სიახლე, მისი ორხვეულიანი ტურბო კომპრესორია, რომლის დახმარებითაც, ძრავი აქსელერატორის
მოძრაობაზე უფრო სწრაფად რეაგირებს.
ახალი ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი „ეჯის“
მყიდველებს ასევე პირველად მიეცემათ სრულ ამძრავიანი ტრანსმისიის არჩევის
საშუალება. ასეთ ავტომობილს, 1 587-კილოგრამიანი მისაბმელის გაწევის საშუალებაც
ექნება. ცისფერი ოვალი იმედოვნებს, რომ ორხვეულიანი ტურბძრავით აღჭურვილი „ეჯის“
გაყიდვები, ამ მოდლის საერთო გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტს მიაღწევს. გასულ
წელს, ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ მოდიფიკაციებზე, „ეჯის“ გაყიდვების 5
პროცენტზე ნაკლები მოდიოდა.
ახალი, ეკობუსტის სერიის, ოთხცილინდრიანი ორხვეულიანი
ტურბო კომპრესორით აღჭურვილი 2.0-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 245 ცხენის ძალა იქნება,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 366 ნიუტონმეტრი. ამერიკულ კომპანიას ჯერჯერობით
არ გამოუქვეყნებია საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის
მონაცემები.
ორხვეულიანი ტურბო კომპრესორის გარდა, სიახლეა
ისიც, რომ ძრავის კუმშვის ხარისხი, 9.3:1-დან 9.7:1-მდე არის გაზრდილი. ასევე შეცვლილია
გამოსაბოლქვი კოლექტორი, რომელიც ორხვეულიან ტურბოზეა მისადაგებული. ახალია ზეთის
კონტროლის სისტემა, ტურბინის ახალი, აქტიური სარქველის დახმარებით კი უფრო ზუსტად
ხერხდება აჩქარების და მომენტის კონტროლი. დაბოლოს, ახალია საწვავის უშუალოდ წვის
კამერაში შეფრქვევის სისტემა, რომელიც გაზრდილ წნევაზე მუშაობს.
„ფორდ“
ახალი, ორხვეულიანი ტურბოთი აღჭურვილი 2.0-ლიტრიანი ეკობუსტის წარმოებას მალე
კლივლენდის (შტატი ოჰაიო) ქარხანაში დაიწყებს, რომლის გადაიარაღებასაც 200 მილიონი
დოლარის ინვესტიცია მოახმარა. იქ წარმოებული ძრავები ოკვილის (ონტარიო, კანადა)
ქარხანაში გაიგზავნება, რომელიც „ფორდ ეჯს“ აწარმოებს. ამჟამად ეს ქარხანა ოთხცილინდრიანი
ძრავებით ევროპიდან მარაგდება.
No comments:
Post a Comment