VW to Debut New Crossover Concept in Detroit
9 დეკემბერი
„ფოლკსვაგენმა“ ახალი კონცეპტუალური ქროსოვერი
მოამზადა, რომელსაც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს ინფორმაცია როიტერსს
კომპანიის ორმა წარმომადგენელმა აცნობა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს.
მათი თქმით, კონცეპტი ხუთადგილიანია, მაგრამ მისი სერიული ვერსიის სალონში შვიდი
სავარძელი მოთავსდება. ამ ავტომობილს გერმანული კომპანიის ჩატანუგას (შტატი ტენესი,
აშშ) ქარხანა გამოუშვებს, ბაზარზე კი ის 2016 წელს გამოვა.