Friday, December 5, 2014

„ბეემვე i8“ „ტოპ გიარის“ წლის რჩეულია

The BMW i8 is Top Gear’s 2014 Car of the Year
5 დეკემბერი
„ბეემვე i8“ ძვირი ელექტრომობილია, უფრო სწორედ, პლაგ-ინ ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, რომელიც სიძვირის მიუხედავად, იმდენად პოპულარულია, რომ ბავარიული კომპანია მისი წარმოების გაზრდას აპირებს. პარალელურად, i8-ს აღიარებაც არ აკლია. ახლახანს ის წლის საუკეთესო ავტომობილად, ბრიტანულმა ჟურნალმა და გადაცემა „ტოპ გიარმა“ დაასახელა.

„ფერარი სერჯოს“ სერიული ვერსია

New Ferrari Sergio Revealed; Gets Toned Down in Production Form
5 დეკემბერი
ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე, ატელიე „პინინფარინამ“ და „ფერარიმ“ ერთობლივი კონცეპტუალური მოდელი „სერჯო“ წარადგინეს, რომელიც რამდენიმე თვით ადრე გარდაცვლილ სახელოვან დიზაინერ სერჯო პინინფარინას ხსოვნას და „ფერარისა“ და „პინინფარინას“ შორის თანამშრომლობის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეს ავტომობილი, სერიული „ფერარი 458 სპაიდერის“ ბაზაზე აიგო და თავისი ძალიან დახვეწილი გარეგნობითაა გამორჩეული.

„სებასტიან ლოებ რეისინგი“ LMP3 პროტოტიპს დაამზადებს

Sebastien Loeb Racing to produce LMP3 prototype for ELMS
5 დეკემბერი
რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონ სებასტიან ლოების გუნდმა, გერმანულმა საინჟინრო ატელიე ADESS-მა და ფრანგულმა ჯგუფმა „SORA რეისინგმა“, რომელიც კომპოზიციური მასალების გამოყენებაზეა სპეციალიზებული, ერთობლივი კომპანია „LAS მოტორსპორტი“ ჩამოაყალიბეს, რომელიც ლე მანის ევროპულ სერიაში მონაწილე გუნდებისთვის, LMP3 კლასის სარბოლ პროტოტიპებს გამოუშვებს. სარბოლი ავტომობილი „ნისანის“ ძრავით აღიჭურვება.

რალის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი

2015 WRC schedule finalized
5 დეკემბერი
დოჰაში გამართულ საბჭოზე, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მსოფლიო მოტორსპორტის საბჭომ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის 2015 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნ. მასში ისევ 13 რბოლაა, რომელთა შორისაც, სამწუხაროდ ისევ არაა აკროპოლისის რალი.

„რენო-ნისანმა“ უკვე 200 000 ელექტრომობილი გაჰყიდა

Renault-Nissan Alliance Sold 200,000 EVs Worldwide
5 დეკემბერი
„რენო-ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 200 000 ელექტრომობილი აქვს გაყიდული, რითაც ალიანსის წილმა ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების ბაზარზე, 58 პროცენტიანი წილი დაიკავა. ეს ზღვარი ფრანგულ-იაპონურმა ალიანსმა ნოემბერში გადაკვეთა. ანუ, დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ, რაც ბაზარზე „ნისან ლიფი“ გამოუშვა. ეს არის მსოფლიოში პირველი მასობრივი ელექტრომობილი.

კორეის დიდი პრიზი - მეხუთე ძრავის გასაღები?

Fifth F1 engine for 2015 rests on Korean Grand Prix fate
5 დეკემბერი
დოჰაში გამართული მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს შემდეგ, კალენდარში 21-ე რბოლის, კერძოდ კი კორეული ეტაპის შეტანას, გუნდების მხრიდან არანაირი წუწუნი არ მოჰყოლია. არადა, ადრე ისინი თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე სეზონში რბოლების დამატებას. ჩემპიონატში კორეის დამატებას არც არავინ ელოდა. თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ კალენდარში ის არ შეუტანიათ. მოკლედ, ფაქტია, რომ 2015 წლის სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსიაში კორეაც შევიდა, რამაც თვითონ კორეელებიც გაოცებული დატოვა. ოღონდ, მის გასწვრივ ცხრილში მითითებულია, რომ ეს რბოლა ჯერაც არაა საბოლოოდ დადასტურებული.

„აუდი“ ელექტრული ქროსოვერის გამოშვებას აპირებს

Audi Wants Electric Crossover to Fight Tesla Model X
5 დეკემბერი
„აუდი“ რომ ელექტრომობილების წარმოებას აპირებს, უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო. გერმანული კომპანია, თავის კონცეპტუალურ ავტომობილებზე ინტენსიურად იყენებს ჯერაც შემუშავების და სრულყოფის ეტაპზე მყოფი სისტემა „e-ტრონის“ ვერსიებს. ეს სისტემა კი მალე სერიულ ავტომობილებზეც გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირველად შემდეგი თაობის A6-ის ბაზაზე შემუშავებულ ელექტრომობილზე დააყენებენ. ამ ავტომობილის ტყუპისცალს კი „პორშეც“ გამოუშვებს.