Saturday, November 1, 2014

ფრენკ უილიამსი ჰოსპიტალიზებულია

Motor racing-F1 team founder Frank Williams in hospital
1 ნოემბერი
აშშ-ის დიდ პრიზს ვერ ესწრება ფორმულა ერთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „უილიამსის“ დამაარსებელი და თანამფლობელი, სერ ფრენკ უილიამსი. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ზურგზე გაჩენილ ნაწოლებს მკურნალობს. ოსტინის რბოლას ვერც მისი შვილი, გუნდის შეფის მოვალეობის შემსრულებელი კლერ უილიამსი ესწრება, ვინც მამას ჰოსპიტალში ახლავს.

ამჯერად პოულზე როსბერგი დადგება

Motor racing-Rosberg on pole for U.S. Grand Prix
1 ნოემბერი
ამერიკის დიდი პრიზის სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, მაგრამ კვალიფიკაცია მასზე გაცილებით უკეთ ნიკო როსბერგმა ჩაატარა და პოულიც მისი ნადავლი გახდა. მთავარია, რომ აწ უკვე ჩემპიონის რანგში მოასპარეზე „მერსედესმა“ მოწინავე რიგი დაიპყრო და მეორე რიგიც მისი კლიენტი „უილიამსის“ პილოტების, ვალტერი ბოტასის და ფელიპე მასას საკუთრება გახდა.