Wednesday, October 8, 2014

„აუდი“ TT-ს ბაზაზე ქროსოვერსაც გამოუშვებს

Audi TT most likely to breed crossover derivative
8 ოქტომბერი
„აუდიმ“ ახალი TT-ს ბაზაზე, არაერთი საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა, მათ შორის, კუპე და კაბრიოლეტი, რომლებსაც მალე გამოუშვებს, „შუტინგ ბრეიკი“, რომელიც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა, უგზოობის კონცეპტი, რომელიც პეკინის მოტორ შოუზე გვიჩვენა და ახლახანს, პარიზის შოუზე, კონცეპტუალური „სპორტბეკი“. გერმანული კომპანია არ მალავს, რომ ორადგილიანი სპორტული მოდელის ბაზაზე, ახალი ოჯახის ჩამოყალიბებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამას ხმამაღლაც ამბობს. თუმცა საკითხავია, ჩამოთვლილთაგან რომელი დადგება კონვეიერზე?

„ფორდ მონდეო“ ევროპას დაუბრუნდა

2015 Ford Mondeo Makes World Debut at the Paris Motor Show
8 ოქტომბერი
მისი ამერიკული ვარიანტის, „ფორდ ფიუჟნის“ პრემიერიდან ორი წლის შემდეგ, „ფორდ მონდეოს“ ბაზარზე გამოსვლის დროც დადგა. ევროპულ ბაზარს დაუბრუნდა D სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თავის მყიდველს უახლესი ტექნოლოგიებით, კომფორტით და დინამიურობით მოხიბლავს. და ის ამ სეგმენტის პრემიუმ დონის ავტომობილებს - „მერსედეს-ბენცის“ C-კლასს, „ბეემვეს“ მე-3 სერიას და „აუდის“ A4-საც გაუწევს კონკურენციას.

„ლამბორგინი“ კონცეპტ „ასტერიონს“ არ გამოუშვებს

Lamborghini Boss Says Asterion Hybrid Hypercar Will Not Be Built
8 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ლამბორგინის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი „ასტერიონია“, რომელიც თავისი გარეგნობით გაფიქრებინებთ, რომ ის სერიული წარმოებისთვისაც მზადაა. მაგრამ სამწუხაროდ, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იმ ახალი ტექნოლოგიების სადემონსტრაციო საშუალებაა, რომელთა დანიშნულებაც, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირებაა.

ბაქოში ფ1-ის ტრეკი მოხაზეს

Baku street track for 2016 F1 European Grand Prix unveiled
8 ოქტომბერი
აზერბაიჯანმა ბაქოს ფ1-ის ტრეკის კონფიგურაცია გამოაქვეყნა, რომელზეც 2016 წელს ევროპის დიდი პრიზი ჩატარდება. ტრეკი ამ საქმის ცნობილი სპეციალისტის, ჰერმან ტიკლეს მიერაა შემუშავებული. მისი სიგრძე 3 766 მეტრია და ის ბაქოს ქუჩებსა და ბულვარის გასწვრივ გადის.