Audi TT most likely to breed crossover derivative
8 ოქტომბერი
„აუდიმ“ ახალი TT-ს ბაზაზე, არაერთი
საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა, მათ შორის, კუპე და კაბრიოლეტი, რომლებსაც
მალე გამოუშვებს, „შუტინგ ბრეიკი“, რომელიც დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა, უგზოობის
კონცეპტი, რომელიც პეკინის მოტორ შოუზე გვიჩვენა და ახლახანს, პარიზის შოუზე, კონცეპტუალური
„სპორტბეკი“. გერმანული კომპანია არ მალავს, რომ ორადგილიანი სპორტული მოდელის ბაზაზე,
ახალი ოჯახის ჩამოყალიბებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამას ხმამაღლაც ამბობს.
თუმცა საკითხავია, ჩამოთვლილთაგან რომელი დადგება კონვეიერზე?