Motor racing-Hamilton leads Mercedes one-two in
Japanese practice
3 ოქტომბერი
მართალია, იაპონიის დიდი პრიზის პირველი ორი
თავისუფალი პრაქტიკის ჯამში ყველაზე სწრაფი ლუის ჰამილტონია, მაგრამ შესაძლოა, ეს
დღე იმითაც დაგვამახსოვრდეს, რომ ფ1-ში მაქს ფერსტაპენის დებიუტი შედგა. ჰოლანდიელ
თინეიჯერს სამი დღის წინ შეუსრულდა 17 წელი და ასაკს რომ თავი დავანებოთ, ჯერ
კიდევ ერთი წლის წინ, ის კარტინგის მრბოლი იყო. ახლა კი ფ3-ში ასპარეზობს და
გამოუცდელობის მიუხედავად, „რედ ბულმა“ თავის ფარმ გუნდ „ტორო როსოში“ ასპარეზობის
უფლება მიანიჭა.