Land Rover plans high-tech Discovery 5 for 2016
launch
29 სექტემბერი
„ლენდ როვერი“ ახალ, მეხუთე თაობის „დისქავერის“
წარმოებას წელიწადნახევარში დაიწყებს. თუმცა ახლავე ცნობილია, რომ ეს ამ მარკის
ისტორიაში, ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილი და მოწინავე ავტომობილი გახდება.
უფრო მეტიც, ახალი ავტომობილი, რომელიც თავის დროზე, მყიდველს „რეინჯ როვერის“
ხელმისაწვდომ ვარიანტად შესთავაზეს, არამხოლოდ საუკეთესო ყველგანმავალი გახდება,
არამედ ტექნოლოგიური კუთხით, ბევრ სიახლესაც შეიტანს ბაზარზე.