Suzuki Swift Passes 4 Million Sales
3 სექტემბერი
„სუზუკის“ გამაში სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „სვიფტი“ ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული ავტომობილია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე თაობის ჰეჩბეკი
უკვე საკმაოდ მოძველდა, ბაზარზე ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც
იაპონური კომპანიის ბრიტანულმა ოფისმა გამოაცხადა, ახლახანს მე-4 მილიონე „სვიფტის“
გაყიდვა დაფიქსირდა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მეოთხე მილიონის გაყიდვას „სუზუკიმ“
სულ რაღაც, რვა თვე მოანდომა.