Tuesday, September 2, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცირებას ცდილობს

JLR intensifies efforts to meet tough EU CO2 target
2 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ყველა ღონეს იხმარს, რათა თავისი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა თანდათან შეამციროს, რითაც ევროკავშირის მიერ მოწონებულ, 2021 წლიდან ასამოქმედებელი რეგლამენტის შესრულებას შეძლებს. როგორც „იაგუარ ლენდ როვერის“ წარმოების განვითარების შეფი ვოლფგანგ ციბარტი ამბობს, ამ მიზნის მისაღწევად, ბრიტანული კომპანია პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს.

„ზენოს ქარზი“ უფრო მძლავრ E10 S-ს გამოუშვებს

Zenos Cars reveals more powerful E10 S for 2015
2 სექტემბერი
„ზენოს ქარზი“ ახალი ბრიტანული კომპანიაა. ის „კატერჰემის“ ყოფილმა მთავარმა აღმასრულებლებმა, ანსარ ალიმ და მარკ ედვარდსმა შარშან ჩამოაყალიბეს. და სწრაფადვე გამოუშვეს პირველი სპორტული მოდელი - E10. და აი, მყიდველს უკვე კომპანიის პირმშოს პირველ მოდიფიკაციასაც სთავაზობენ. ესაა E10 S, რომელიც უფრო მძლავრი და ეფექტური ძრავით აღიჭურვა.

ალონსო „ფერარიში“ დარჩენას აპირებს

Alonso insists he will stay at Ferrari
2 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ფერარის“ დატოვებას არ აპირებს. მართალია, იტალიური გუნდი, რომელშიც ალონსო 2010 წლიდანაა, მორიგ უფერულ სეზონს ატარებს - კონსტრუქტორთა თასის ლიდერ „მერსედესს“ 250 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაინც მისი ერთგული რჩება.