Suzuki Shows All-New Vitara Crossover SUV ahead of Paris Debut
27 აგვისტო
„სუზუკიმ“ თავისი უახლესი ქროსოვერის, „ვიტარას“
პირველი ფოტო გამოაქვეყნა, ავტომობილისა, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ
შოუზე გაიმართება. ეს არის კონცეპტ iV-4-ის სერიული ვარიანტი, რომელსაც იაპონური
კომპანია უგზოობის პატარა ავტომობილად მოიხსენიებს. არადა, სიგრძე კომპაქტური
ავტომობილისა აქვს - 4 200 მილიმეტრი. რაც მთავარია, „სუზუკის“ გამაში ის „ჯიმნისა“
და „გრანდ ვიტარას“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს და ბაზარზე ისეთ პოპულარულ
ავტომობილს გაუწევს კონკურენციას, როგორიც „ნისან ჯუკია“.