Friday, August 22, 2014

„ტოიოტა FT-1 ვიჟნ გრან ტურიზმო“ვირტუალური სამყაროსთვის

Toyota reveals racing FT-1 Vision Gran Turismo concept
22 აგვისტო
ამ ავტომობილს უკვე მომავალ „სუპრად“ მოიხსენიებენ. ის უკვე ძალიან პოპულარულია. არა იმიტომ, რომ „სუპრას“ ფანებს, ძალიან მოეწონათ, არამედ იმიტომ, რომ მას მისი სახით, „ტოიოტამ“ ნამდვილი სენსაცია შექმნა. ეს მომავალი პატარა სუპერ ავტომობილია, რომელშიც დიდი ალბათობით, „ბეემვესგან“ გაზიარებულ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებენ. და ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მალე „ტოიოტა FT-1“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ პერსონაჟიც გახდება.

„მაკლარენ P1 GTR“ - მხოლოდ რბოლებისთვის

McLaren Unleashes P1 GTR Concept at Pebble Beach
22 აგვისტო
„მაკლარენმა“ თავის ფლაგმან P1-ის სატრეკო ვერსია, რომლის შესახებაც, ორი თვის განმავლობაში, არაერთი ტიზერი გაავრცელა, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურესზე გაგვაცნო. ავტომობილი, სახელად P1 GTR, მხოლოდ რბოლებისთვისაა და მის მყიდველს ყოკინგელები, სრული სატრეკო მომსახურებითაც უზრუნველყოფენ. სატრეკო ავტომობილი, საბაზო ვერსიასთან შედარებით, გაძლიერდა კიდეც, აეროდინამიკურადაც და სხვა მხრივაც დაიხვეწა.

„მუსტანგი“ 10-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით

2015 Ford Mustang to Get 10-Speed Automatic Transmission
22 აგვისტო
ახლოვდება ახალი, მეექვსე თაობის „ფორდ მუსტანგის“ გაყიდვების დასაწყისი. ეს ავტომობილი ამერიკელი დილერების განკარგულებაში ნოემბრიდან იქნება. ყველა მათგანი, სამივე ძრავის შემთხვევაში, მათთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფები მუშაობს. მაგრამ მალე მყიდველს 10-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასაც შესთავაზებენ.

ჯერ როსბერგი, შემდეგ ჰამილტონი

Motor racing-Hamilton gives Rosberg the Spa treatment
22 აგვისტო
„მერსედესის“ პილოტები არდადეგების შემდეგაც მიუწვდომლები არიან. პირველ პრაქტიკაზე ნიკო როსბერგმა, მეორეზე კი ლუის ჰამილტონმა, საუკეთესო დროები აჩვენეს. და თუ გერმანელის უპირატესობა მხოლოდ 0.1 წამი იყო, ბრიტანელმა თანაგუნდელს 0.6 წამი „მოუტანა“. თუმცა, ახლა დროის თვლა მეორეხარისხოვანია, რადგან კვალიფიკაციასა და რბოლაში მათი მეტოქეობა სუფთა ფურცლიდან განახლდება, სხვებს კი, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მაინც მდევრის როლში ყოფნა მოუწევთ.