Motor racing-Hamilton fastest in hot Hungarian
practice
25 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზი ლუის ჰამილტონის დომინაციით
დაიწყო. პირველ და მეორე პრაქტიკებზე მას ბადალი არ ჰყავდა. ორივეზე მან უშუალო
მეტოქეს, თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს აჯობა. მეორე სესია განსაკუთრებით
გაუსაძლის სიცხეში ჩატარდა - გზის საფარის ტემპერატურამ 55 გრადუსსაც კი მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ჰამილტონს წინა 10 რბოლიდან 5 აქვს მოგებული, როსბერგს კი - 4,
თუმცა ლიდერი მაინც გერმანელია, რომელიც წინა ორი უნგრული რბოლის გამარჯვებულ
ჰამილტონს 14 ქულას უგებს.