Motor racing-Rosberg wins in Germany for Mercedes
20 ივლისი
ნიკო როსბერგმა - გერმანელმა მრბოლმა რომ გერმანული
ბოლიდით გერმანიის დიდი პრიზი მოიგო, ეს ფ1-ში გამორჩეული მოვლენაა, რადგან
მსგავსი რამ 1939 წლის გერმანულ დიდ პრიზზე რუდლფ კარაჩოლას გამარჯვების შემდეგ არ
მომხდარა. მაშინაც ფინიშის ხაზი პირველმა სამქიმიანი ემბლემით დამშვენებულმა
ბოლიდმა გადაკვეთა. ამასთან, როსბერგმა პირველად მოიგო საშინაო რბოლა და
თანაგუნდელ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა.