Motor racing-Hamilton wins at home after Rosberg
retires
6 ივლისი
როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმა შეწყვიტა ნიკო
როსბერგის ჰეგემონია და თანაც, ეს საშინაო რბოლაში გააკეთა, სადაც გამარჯვების
შემდეგაც, 2008 წელს კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული მოიპოვა.
ოღონდ, ამჯერად „მერსედესის“ პილოტებს შორის ბრძოლა არ ყოფილა. ჰამილტონმა თანაგუნდელის
უიღბლობით ისარგებლა - როსბერგის მანქანზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან
და ამის გამო, გერმანელმა ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო რბოლის დასრულება. ამგვარად,
ბრიტანული ეტაპის შემდეგ, როსბერგის 29-ქულიანი უპირატესობა 4 ქულამდე შემცირდა.