Friday, June 13, 2014

„მაკლარენი“ P1-ის სატრეკო ვერსიას გამოუშვებს

McLaren Teases 1,000PS Track-Exclusive P1 GTR, will Cost $3.35 Million
13 ივნისი
„მაკლარენი“ წარმოებისთვის თავის ფლაგმან P1-ის სატრეკო ვერსიას ამზადებს, რომლის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრეც 1000 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ ავტომობილის სრული სახელი იქნება McLaren P1 GTR, ოღონდ ლე მანის 24-საათიანი რბოლის ლეგენდარული გამარჯვებულის, McLaren F1 GTR-ისგან განსხვავებით, ახალი ავტომობილი იქნება სატრეკო და არა სარბოლო. ბრიტანული კომპანია აცხადებს, რომ სატრეკო ავტომობილის შეზღუდული ტირაჟით წარმოებას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი ბოლო, 375-ე P1-ს გამოუშვებს. ამასთან, P1 GTR იქნება „მსოფლიოში საუკეთესო სამძღოლო ავტომობილი“.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინეთში ძრავების ქარხანას აშენებს

Jaguar Land Rover plans China engine plant
13 ივნისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინეთში ძრავების ქარხნის აშენებას აპირებს, რომელიც ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, მისი ამ ტიპის პირველი საწარმო გახდება. ახალი ქარხანა, კომპანიის ჩინური საავტომობილო ქარხნის სიახლოვეს, ჩანშუში აშენდება. ეს არის „იაგუარ ლენდ როვერის“ და მისი ჩინელი პარტნიორის, კომპანია „ჩერი ავტომობილის“ ერთობლივი საწარმო, რომელმაც მუშაობა ამ წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

„ფორდ მუსტანგების“ დიდი ევროპული ყრილობა

More than 750 Pony Cars Attend Europe’s Biggest Ever Mustang Gathering
13 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ უახლესი „მუსტანგი“ ევროპის ბაზარზე ოფიციალურად აქამდე არ იყიდებოდა, ის ძველ კონტინენტზე მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. და მაინც, ევროპაში ერთ ადგილზე თავმოყრილი 750 ცალი სხვადასხვა თაობის „მუსტანგის“ ნახვა გამორჩეული შემთხვევაა.

ლე მანის პრაქტიკაზე „აუდის“ ავარიის მიზეზი ვერ დაადგინეს

Le Mans 24 Hours: Cause of Loic Duval's crash still unknown
13 ივნისი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის თავისუფალი პრაქტიკის დროს, „აუდის“ პირველ ეკიპაჟს, რომლის საჭესთანაც, ლე მანის შარშანდელი გამარჯვებული, ფრანგი ლოიკ დუვალი იჯდა, მძიმე ავარია შეემთხვა. „პორშეს“ მოსახვევებში, პირველი კატეგორიის პროტოტიპმა „აუდი 18 e-ტრონმა“ მართვა დაკარგა, კედელს მიენარცხა, მასზე ავარდა, ნამსხვრევებისგან დამცავ ბადესაც დაეჯახა და გზის პირას, სრულიად გაპარტახებული დაეცა.