Range Rover Sport Getting Performance Petrol PHEV
Version
22 მაისი
„ლენდ როვერმა“ უკვე დაიწყო ჰიბრიდული სისტემების
გამოყენება. მაგალითად, მყიდველს უკვე შეუძლია „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ
სპორტის“ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ვერსიების შეძენა. ახლახანს კი
ჰიბრიდზაციის პროცესი გრძელბაზიან „რეინჯ როვერსაც“ შეეხო. ყველა შემთხვევაში,
ჰიბრიდულ სისტემაში, დიზელის V6 ძრავებია გაერთიანებული. ოღონდ, ამ სისტემების ელექტრო
ენერგიით დამუხტვა არ ხდება. ამასთან, ავტომობილი ელექტრო ძრავით მხოლოდ 48 კმ/სთ
სიჩქარით გადაადგილდება და ამ დროს სვლის სიშორეც ძალიან შეზღუდულია - მხოლოდ 1.6
კილომეტრი.