Ford Confirms Alan Mulally Will Retire on July 1,
Mark Fields Appointed as Successor
1 მაისი
მარცხნიდან: მიულალი, ბილ ფორდი და ფილდსი |
ალან მიულალიმ მაინც გადაწყვიტა „ფორდის“ დატოვება.
ცისფერი ოვალის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი თავის პოსტებს 1 ივლისს
დატოვებს. მის ნაცვლად კი კომპანიას მარკ ფილდსი გაუძღვება. როგორც ამერიკული
კომპანია აცხადებს, ცვლილება დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ის უმტკივნეულოდ ჩაივლის. ამჟამად
53 წლის ფილდსი „ფორდის“ მთავარი საოპერაციო დირექტორია. ამ პოსტზე 2012 წლიდან
მუშაობს. ისე კი, ავტორიტეტი კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს საოპერაციო
მმართველად მუშაობისას მოიპოვა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაუტარდა ამ შტოს
წარმატებული რეორგანზაცია.