Range Rover Long Wheelbase Diesel Hybrid is the
First of its Kind in China
28 აპრილი
ჩინეთში ყველაზე მეტად ისეთ ავტომობილებს აფასებენ,
რომლებსაც უკანა სავარძლებისთვის ჩვეულებრივზე დიდი ადგილი აქვთ. ახლა კი იქ
საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და გამონაბოლქვის შემცირებასაც აქცევენ ყურადღებას,
რადგან მუდმივი სმოგის გამო, მეგაპოლისებში ავტომობილების მოძრაობას ძლიერ
ზღუდავენ. ორივე ტრენდს მიჰყვება „ლენდ როვერი“, რომელმაც პეკინის ავტო შოუზე, გრძელბაზიანი
„რეინჯ როვერის“ ჰიბრიდული ვერსია წარადგინა.