Motor racing-Hamilton on pole for Mercedes in China
19 აპრილი
ოთხ რბოლაში სამი პოული - ეს ლუის ჰამილტონის მონაგარია.
ოთხ რბოლაში ოთხი პოული - ეს მიღწევა კი „მერსედესს“ ეკუთვნის, რომლის პილოტებმაც შანჰაიმდე
წინა სამი რბოლა მოიგეს. მათი მიღწევები აღარავის უკვირს და ალბათ სეზონის დიდი ნაწილის
განმავლობაში, დიდი პრიზების ცირკს სწორედ სამქიმიანი ვარსკვლავი გაანათებს. დანარჩენები
კი ნასუფრალზე საუკეთესო ლუკმისთვის - მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.