Land Rover Invents "Transparent" Hood
that's Great for Offroading
9 აპრილი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ შექმნილი აქვს
სისტემა, რომელიც კაპოტის ქვეშ არსებული გზის დანახვის საშუალებას იძლევა და
ამგვარად, გამჭვირვალე კაპოტის შთაბეჭდილებას ქმნის. ამ ეტაპზე, ეს სისტემა ჯერ
მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს და ბრიტანული კომპანია მას ნიუ იორკის ავტო
შოუზე, კონცეპტუალურ „დისქავერი ვიჟნთან“ ერთად გვიჩვენებს. „ლენდ როვერი“ აცხადებს,
რომ ახალი სისტემა ავტომობილის მართვას გააადვილებს და უფრო უსაფრთხოს გახდის.