Tuesday, April 8, 2014

„ფორდ ვინიალეს“ მეორე ავტომობილი - „S-მაქსი“

Ford Gives the Vignale Treatment to S-MAX Concept, Arrives in 2015
8 აპრილი
მილანში გამართულ ავეჯის და ტანსაცმლის დიზაინის გამოფენაზე, „ფორდმა“ თავის პრემიუმ ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ ვერსიით შესრულებული „S-მაქს ვინიალე“ წარადგინა. ეს არის იმ სერიული ავტომობილის წინამორბედი, რომელსაც ამერიკული კომპანია „ვინიალეს“ მარკით გამოუშვებს. „მონდეო ვინიალეს“ მსგავსად, ბაზარზე „S-მაქს ვინიალეც“ მომავალ წელს გამოვა.

„აუდი“ პეკინში კონცეპტუალური Q4-ით წარსდგება

Audi Sketches Out Crossover Concept for Beijing, May Preview the BMW X4 Rivaling Q4
8 აპრილი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ქროსოვერის ესკიზები გამოაქვეყნა, ავტომობილის, რომლის პრემიერაც მალე პეკინის ავტო შოუზე გაიმართება. მათზე გამოსახულ ავტომობილს კუპეს სტილის სილუეტი აქვს. გერმანული კომპანია მასზე სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ლაპარაკია მომავალ სერიულ ქროსოვერ Q4-ის კონცეპტუალურ ვერსიაზე.

„მერსედეს-ბენცის“ ავტომობილების საშუალო ხარჯი შემცირებულია

Mercedes-Benz Fleet Fuel Consumption Drops in 2013
8 აპრილი
სულ ცოტა ხნის წინ, „მერსედეს-ბენცის“ ავტომობილები, გერმანულ პრემიუმ კომპანიების ტრიოში, ყველაზე ხარჯიანად იყო მიჩნეული. მაგრამ სამქიმიანებმა ამ ნაკლის გამოსწორება დაისახეს მიზნად და შესანიშნავ შედეგსაც მიაღწიეს. მათს სამოდელო გამაში შემავალი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, 134 გრამამდე შემცირდა. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 6 გრამით არის შემცირებული.